ვაგონეტი (ფრანგ. wagonnet) — ტვირთის მცირე მანძილზე გადასატანი ვიწროლიანდიანი რკინიგზის ღია ვაგონი. შედგება ძარის, შასის, წყვილთვლებისა და ავტოგადასაბმელისაგან. საერთო დანიშნულების საცალო ტვირთი გადააქვთ პლატმორმისებური ვაგონეტით, ფხვიერი — საგდებკედლებიანი, ხისტად ჩამაგრებული ან ძარასაყირაო ვაგონეტით და სხვა. ვაგონეტის ტვირთამწეობაა 1-5 ტონა, ზოგჯერ 8-10 ტონა და მეტი. ვაგონეტს იყენებენ შახტებში, კარიერებზე, მშენებლობაზე, შიგასაქარხნო ტრანსპორტად და სხვა. არის აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ვაგონეტები (წყლისა და საწვავის ცისტერნებიანი, ლიანდაგსაზომი დასხვა) და მაღაროს სამგზავრო ვაგონეტი, რომელიც 6-18 კაცს იტევს.

შახტის ვაგონეტი

ლიტერატურა

რედაქტირება