ვაგიფ სამადოღლუ
ვაგიფ სამადოღლუ (აზერ. Vaqif Səmədoğlu; ნამდვილი სახელი ვეკილოვი; 5 ივნისი, 1939, ბაქო - 28 იანვარი, 2015, იქვე) — აზერბაიჯანელი პოეტი, სცენარისტი და დრამატურგი, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1989), აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (1999), ხუმაის პრემიის ლაურეატი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით აზერბაიჯანის კულტურულ და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე „შოჰრეთის“ ორდენით. 2014 წელს დაჯილდოვდა დამოუკიდებლობის ორდენით.[1]
ვაგიფ სამადოღლუ | |
---|---|
აზერ. Vaqif Səmədoğlu | |
დაბადების თარიღი | 5 ივნისი, 1939 |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაცვალების თარიღი | 28 იანვარი, 2015 (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი და დრამატურგი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
აზერბაიჯანი სსრკ |
ალმა-მატერი | National Conservatory of Azerbaijan |
ჟანრი | ლექსი და პოემა |
ჯილდოები | დამოუკიდებლობის ორდენი, ღირსების ორდენი, დიდების ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და People’s Poet of Azerbaijan |
მეუღლე | Q55698672? |
ბიოგრაფია
რედაქტირებავაგიფ სამედოღლუ 1939 წლის 5 ივნისს ბაქოში დაიბადა, აზერბაიჯანის სახალხო პოეტის, სამედ ვურგუნის ოჯახში. დაამთავრა ბულბულის მუსიკალური სკოლა, შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია.
1960-იანი წლების დასაწყისში გამოიცა მისი პირველი ლიტერატურული კრებული. 1990-იან წლებში გამოიცა პოეზიის წარმატებული კრებულები. პოეტი, პიესების, პროზის ავტორი 2000-2005 წლებში აირჩიეს მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტის) დეპუტატად, იყო შეწყალების კომისიისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rəhimli, İlham (2017). Azərbaycan Teatr Ensiklopediyası. Baku: "Azərnəşr", გვ. 357–358.