ვაგიფის პოეზიის დღეები
ვაგიფის პოეზიის დღეები (აზერ. Vaqif Poeziya Günləri) — ლიტერატურული ღონისძიება აზერბაიჯანელი პოეტის მოლა პანაჰ ვაგიფის პატივსაცემად.
ვაგიფის პოეზიის პირველი დღეები 1982 წელს გაიმართა. ღონისძიების პირველად გამართვისას მოლა ფანაჰ ვაგიფის მავზოლეუმი და პოეზიის სახლი გაიხსნა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართებოდა 1991 წლამდე. სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ შუშას კონტროლის წლებში ღონისძიება არ ჩატარებულა.
2021 წლის აგვისტოში ლიტერატურული ღონისძიება განახლდა[1]. მოლა ფანაჰ ვაგიფის მუზეუმისა და მავზოლეუმის კომპლექსის წინ პოეზიის დღეების გახსნის ცერემონია 29 აგვისტოს გაიმართა.
2022 წლის 13-15 ივლისს, ჰეიდარ ალიევის ფონდის, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსა და აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის ორგანიზებით, კიდევ ერთხელ გაიმართა ვაგიფის პოეზიის დღეები[2].