ჰარი - ბიულბიული (ფესტივალი)
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ჰარი - ბიულბიული (აზერ. Xarıbülbül) — საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 1989 წლის მაისიდან 1991 წლამდე ყოველწლიურად ტარდებოდა შუშაში და ყარაბაღის სხვა ქალაქებში. აღდგენილია 2021 წლის მაისში. ფესტივალი ატარებს მაისის თვეს შუშაში მოყვავილე კავკასიური ოფრისის სახელს, რომელსაც აზერბაიჯანში „ჰარი - ბიულბიულს“ ეძახიან.
შინაარსი
რედაქტირებაპირველი ფესტივალი
რედაქტირებაფესტივალი „ჰარი - ბიულბიული“ აზერბაიჯანის სსრ კულტურის მინისტრის ფოლად ბიულბიულ ოღლის ინიციატივით შეიქმნა. 1-ლი ფესტივალი მიესადაგა შუშაში მუღამის ხელოვნების მასწავლებელის, აზერბაიჯანელი მომღერლის სეიდ შუშელის 100 წლის თავს. მისთვის მზადება 1989 წლის დასაწყისიდან იწყება. ფესტივალი იმავე წლის მაისში, შუშაში ჰარი-ბიულბიულის ყვავილობის პერიოდში ჩატარდა.[1] ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად 1989 წლის ფესტივალში მონაწილეობას იღბდნენ მუსიკალური კოლექტივები ყირგიზეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის, ლიეტუის სსრ-დან და ბაშკირეთის ასსრ-დან. მთლიანად ფესტივალში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონცერტები ჯიდირდიუზის ველზე მოწყობილ 7 მოედანზე მიმდინარეობდა. ფესტივალი ახალგაზრდა 12 – 15 წლის ასაკის ხანენდე მომღერალთა გამოსვლით დაიწყო, რომლებმაც მუღამი „ყარაბაღული შიკესტე“ შეასრულეს. ფესტივალის პირველ დღეს დოღი ჩატარდა ყარაბაღული მორბენალებით. ფესტივალის პირველი მაყურებლები, ძირითადად, შუშის მცხოვრებნი იყვნენ.[2] შუშაში ფესტივალის ფარგლებში ჭიდაობაში შეჯიბრებებიც ჩატარდა.
ფესტივალის გაუქმება და შემდგომი ისტორია
რედაქტირებამე-4 ფესტივალი 1992 წელს 15 მაისს უნდა დაწყებულიყო და ყველაზე მასშტაბური უნდა ყოფილიყო. მასში 30-ზე მეტი ქვეყნიდან 500-მდე ადამიანის მონაწილეობა იყო დაგეგმილი. თუმცა ფესტივალი ყარაბაღის ომის დაწყებისა და 8 მაისს სომხური ძალების მიერ ქალაქ შუშას აღების გამო გაუქმდა. 2020 წლის 8 ნოემბერს საომარი მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა შუშაზე კონტროლი აღადგინა, რაც 10 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სამმხრივმა განცხადებამ დაადასტურა. 2021 წლის იანვარში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ ანარ კერიმოვთან შეხვედრაზე გაიხსენა ჰარიბულბულის ფესტივალის აღორძინების აუცილებლობა შუშაში და განაცხადა, რომ ამ ფოლკლორული ფესტივალის ტრადიცია უახლოეს მომავალში ხელახლა აღორძინდება.[2] 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ფესტივალი 12-13 მაისს შუშაში, ჯიდირდუზუზე გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ჰეიდარ ალიევის ფონდი იყო. პირველ დღეს ფესტივალზე აზერბაიჯანელ ხალხთა მუსიკალური და საცეკვაო ჯგუფები გამოვიდნენ, ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლები აზერბაიჯანელი მომღერლების ბულბულის, სეიდ შუშელის, ხან შუშელის, რაშიდ ბეიბუთოვის, შოვკეტ ალეკპეროვას შესრულებით, რომლებიც სხვადასხვა წლებში გადაიღეს შუშაში. მეორე დღეს ფესტივალზე აზერბაიჯანელი კომპოზიტორების კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები იყო წარმოდგენილი. კონცერტი აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო გუნდის მიერ შესრულებული ოპერა ქოროღლუს უვერტიურით გაიხსნა.
გალერეა
რედაქტირება-
კემანჩისტთა ანსამბლი ელშან მანსუროვის ხელმძღვანელობით ხალხური ცეკვის "უზუნდარას" მელოდიას ასრულებს
-
ავარიული ფოლკლორული კოლექტივი „ჯაჰანი" დამბურზე ასრულებს სიმღერა „დუნგურიოს"
-
თუნარ რაჰმანოღლი ქურთულ სიმღერა RindaMin-ს მღერის
-
ფოლკლორული ჯგუფი „მელი"ლეზგინურ ხალხურ სიმღერას "პერიზადას" ასრულებს
-
გუნდი „შვიდკაცა“ ქართულ ხალხურ სიმრერას ასრულებს
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Фархад Бадалбейли рассказал о Днях поэзии Вагифа в Шуше. Как проходил фестиваль "Хары бюльбюль" (2021-01-06). ციტირების თარიღი: 2021-05-14
- ↑ 2.0 2.1 Полад Бюльбюльоглы: «Мне пришлось отменить "Хары Бюльбюль" в Шуше» (2021-01-06). ციტირების თარიღი: 2021-05-14