ეჩმიაძინის რაიონი

ეჩმიაძინის რაიონი (სომხ. Էջմիածնի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი ეჩმიაძინი.

რაიონი
ეჩმიაძინის რაიონი
Էջմիածնի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი ვაღარშაპატი
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930
მოსახლეობა 79 500 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995

ისტორია რედაქტირება

რაიონი შეიქმნა 1930 წელს ვაღარშაპატის რაიონის სახელით. 1945 წელს რაიონს სახელი გადაერქვა და ეწოდა ეჩმიაძინის რაიონი.

1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1] და არმავირის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია რედაქტირება

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 1121 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 ქალაქს (ეჩმიაძინი), 1 მუშათა დასახლებას (მოლოტოვის სახელობის) 27 სოფსაბჭოს: აღავნატუნის, აღჯაკალინის, აიგეშატის, ჰაითაღის, აპაგის, არაგაწის, არაქსი, არალიღის, არგავანდის, არშალუისის, ათარბეკის, ვერინ-ზეივის, ვერინ-კულიბეკლის, ვერინ-ხატუნარღის, გრამპინის, ჯრარატი, დოღსის, ლეპუგიის, მრგასტანის, მუგანის, ნერკინ-ზეივის, ნერკინ-ხატუნარღის, ფარაქარის, სამაგარის, ფრანგავოს[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
  2. Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.