ეფქან ალა (თურქ. Efkan Ala; დ. 21 თებერვალი 1965, ოლთისი, ერზურუმი, თურქეთი) — თურქი პოლიტიკოსი, ბიუროკრატი და თურქეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. იგი ამ თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა, ხოლო 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში რომ მიეღო მონაწილეობა, დატოვა. 2015 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ თავიდან გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. 2003-2004 წლებში ბათმანის პროვინციის, ხოლო 2004-2007 წლებში დიარბაქირის პროვინციის გუბერნატორი იყო.

ეფქან ალა
Efkan Ala
ეფქან ალა Efkan Ala
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ნოემბერი 2015 – 31 აგვისტო 2016
პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი  აჰმეთ დავუთოღლუ
ბინალი ილდირიმი
წინამორბედისელამი ალთინოკი
მემკვიდრესულეიმან სოილუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 დეკემბერი 2013 – 6 მარტი 2015
პრეზიდენტიაბდულა გიული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრირეჯეფ თაიფ ერდოღანი
აჰმეთ დავუთოღლუ
წინამორბედიმუამერ გიულერი
მემკვიდრესებაჰატინ იოზთურქი

დაბადებული21 თებერვალი, 1965 (1965-02-21) (59 წლის)
ოლთისი, ერზურუმი
თურქეთის დროშა თურქეთი
საარჩევნი ოლქი2015 - ბურსა
პოლიტიკური პარტიასგპ
განათლებასტამბოლის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი, ბიუროკრატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალა დაიბადა 1965 წლის 21 თებერვალს ერზურუმის პროვინციის ქალაქ ოლთისში, გიონულ და თემელ ალას ოჯახში. 1987 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირების ნაწილი.[1]

ეფქან ალა დაოჯახებულია გიულსერენ ალასთან და ჰყავთ ორი შვილი.კარგად იცის ინგლისური ენა.[2]

ეფქან ალის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მისი ძმა, ათიფ ალა, დაინიშნა განათლების სამინიტროს ინსპექტირების საბჭოს თავმჯდომარედ.[3]