სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფთვიმე.

ეფთვიმე II (გვარად საყვარელიძე) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი 1669-1673 წლებში.

ძირითადად იმერეთში ცხოვრობდა. 1672 წელს იმყოფებოდა ოდიშის მთავარ ლევან III დადიანის კარზე, სადაც შეხვდა ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს. წერილში, რომელიც იმერეთის მეფე ბაგრატ IV-მ (1669) გაუგზავნა რუსეთის მეფესალექსი მიხეილის ძეს, იმერეთის სამეფოს თავკაცთა შორის იხსენიება როგორც „საქართველოს მაკურთხეველი კათალიკოზი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31
  • ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 110.
  • Броссе М., Переписка на иностранных языках Грузинских царей с Российскими государями от 1659 до 1700, СПб., 1861.