ეფესელთა მიმართ
ეფესელთა მიმართ ეპისტოლე – პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლე შედგება 6 თავისაგან. ეპისტოლე პავლემ თავის თანამოღვაწეებს უკარნახა, როდესაც იგი პატიმრობაში იყო.
ეპისტოლე აღწერს პავლე მოციქულის ორწლიანი მოღვაწეობის პერიოდს ქალაქ ეფესოში. ეფესო საპორტო ქალაქი იყო რომის იმპერიის მცირეაზიურ პროვინცია ასიაში და ითვლებოდა წარმართული კულტურის ცენტრად. აქ მდებარეობდა არტემიდეს ბრწყინვალე ტაძარი მსოფლიოს შვიდ საოცრებატაგან ერთ–ერთი. სწორედ ამ ქალაქში პავლე მოციქულმა დააარსა ქრისტიანული თემი, რომლის პირველი წევრები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის თორმეტიოდე მოწაფე (საქ. მოც.19,7). ორი წლის განმავლობაში პავლე მოციქული ქრისტეს ნათელით განანათლებდა ეფესოსა და მთელი ასიის მოსახლეობას.
პავლეს სხვა ეპისტოლეებთან შედარებით ამ ეპისტოლეს ზოგადი, საყოველთაო ხასიათი აქვს და ქადაგებს ქრისტეს მოძღვრებას, როგორც მსოფლიო ეკლესიაზე, როგორც ერთიან ორგანიზმზე, ქრისტეს სხეულზე, რომელიც სიცოცხლით შეერთებულია ზეცასთან. იგი უფრო ზეციურია, ვიდრე მიწიერი. სულიერად მკვდარი ადამიანი, რომელიც ირწმუნებს ქრისტეს როგორც თავის მხსნელს, ცოცხლდება. სული წმიდით მასში აღდგება ღმერთთან მსგავსება და მას ყოველივე მიენიჭება მადლით და არა საქმეებით. ქრისტეს სისხლმა შეაერთა აღთქმის ერი – იუდეველნი წარმართებთან, მათ შორის არსებული მკაცრი სჯულის კედელი დაანგრია და ადგილი დაუთმო ქრისტეს მადლით აღსავსე მოძღვრებას. იუდეველთა წარმართებთან ერთ საზოგადოებად, ერთ ეკლესიად შეერთების საიდუმლო „დაფარული იყო ღმერთში, მაგრამ პავლე მოციქულისათვის აშკარა იყო და მის მიერ გაცხადდა, რომ სიყვარულით განმსჭვალული ურყევი რწმენა და ღვთის სიტყვის მტკიცე ცოდნა საწინდარია ყოველგვარი გამარჯვებისა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ახალი აღთქმა
- ახალი აღთქმა (საქმენი, ეპისტოლენი, გამოცხადება) დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ელექტრონული წიგნები ქართულად დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine.
- ეფესელთა მიმართ ეპისტოლე დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ. (თანამედროვე ქართულ ენაზე)
- პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ეფესელთა მიმართ. თავი პირველი
- აუდიო–ვერსია