ეფესოს ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან არტემიდეს ტაძარი)

არტემიდას ტაძარი (ბერძნ. Artemision, ლათ. Artemisium), ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარიმსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში; აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

ეფესოს ტაძრის მოდელი, პარკი მინიატურკი, სტამბოლი, თურქეთი.
არტემიდას ტაძრის ადგილი ეფესოში, თურქეთი; რამდენიმე სვეტის ნარჩენის გარდა თავდაპირველი ტაძრისგან არაფერი შემორჩა.

თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ჰეროსტრატემ, ზუსტად იმ დღეს როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის განმავლობაში მაინც.

ტაძრის აღმოჩენა

რედაქტირება

1869 წელს ექვსწლიანი ძებნის შემდეგ ჯონ ტურტელ ვუდმა აღმოაჩინა ტაძრის მდებარეობის ადგილი. მას აფინანსებდა ბრიტანეთის მუზეუმი. გათხრები გრძელდებოდა 1874 წლამდე.[1] შემდგომ წლებში (1904-06)დავით ჰოგანის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩნდა მეოთხე საუკუნეში აღდგენილი ტაძრის ნაშთები და უფრო ადრეული ტაძრის მცირე ნაშთები.[2]

დღეისთვის ეს ტერიტორია მიეკუთვნება სელჩუკის გარეუბანს. ტერიტორია აღნიშნულია ცალკე მდგომი, გათხრების დროს აღმოჩენილი სვეტის ფრაგმენტით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Ephesos - An Ancient Metropolis: Exploration and History. Austrian Archaeological Institute (October 2008). ციტირების თარიღი: 2009-11-01.
  2. The sculptures were published in the British Museum Catalogue of Sculpture, vol. II, part VI.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Anton Bammer, "პერიპტეროსი" Anatolian Studies 40 (1990), გვ. 137–160.
  • Lynn R. LiDonnici, "The Images of Artemis Ephesia and Greco-Roman Worship: A Reconsideration" The Harvard Theological Review 85. (4 ოქტომბერი, 1992), გვ. 389–415.
  • Irene Ringwood Arnold, "Festivals of Ephesus", არქეოლოგიის ამერიკული ჟურნალი, გამოცემა. 76, No. (1 იანვარი, 1972), გვ. 17-22.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: