ჰეროსტრატე
ჰეროსტრატე (ბერძ. Ἡρόστρατος) — ქალაქ ეფესოს ახალგაზრდა მცხოვრები, რომელმაც საკუთარ ქალაქში 21 ივლისს, ძვ. წ. 356 წელს დაწვა არტემიდას ტაძარი – მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, როგორც ეს მან შემდგომ წამებისას აღიარა, საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მან დაწვა არა შვიდ საოცრებათგან ერთ-ერთი ტაძარი, არამედ ხის ნაგებობა, რომლის ადგილასაც აიგო არტემიდას ტაძარი ხანძრის შემდეგ.
ითვლება, რომ ჰეროსტრატე მისი ნამდვილი სახელი არაა, არამედ ქალაქელების მიერ შერქმეული მეტსახელი, რადგანაც მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას და სიკვდილით ისჯებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Borowitz, Albert. Terrorism for Self-glorification: The Herostratos Syndrome. ოჰაიო: კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005.
- უილიამ სმითი. (1870) ბერძნული ანტიკური ხანის ლექსიკონი, თავი 2, გვ. 439. დაარქივებული 2007-02-02 საიტზე Wayback Machine. დასკანერებული სურათები.