ეტიოლირებული მცენარეები
ეტიოლირებული მცენარეები (ფრანგ. etioler — გაუფერულება (ითქმის მცენარეებზე)) — მცირე სინათლეზე ან სიბნელეში გაზრდილი მცენარეები. ეტიოლირებული მცენარეები მკრთალი მწვანე ან ღია ყვითელია, რაც ქლოროფილის ნაკლებობით ან უქონლობით აიხსნება. აქვთ წაგრძელებული მუხლთშორისები, განუვითარებელი ფოთლები (მარცვლოვნებს პირიქით, ფოთლები უგრძელდებათ), სუსტად განვითარებული მექანიკისა და გამტარი ქსოვილები. ეტიოლირებული მცენარეები ხანმოკლე განათებითაც კი სწრაფად მწვანდებიან. ზოგი ბოსტნეულის ეტიოლირებულ ორგანოებს — კომბოსტოს შიგნითა ფოთლებს, სატაცურის ყლორტებს, რომლებიც სპეციალურად დაყრილ მიწაში იზრდება და სხვა, ხმარობენ საჭმელად. დროებით ეტიოლირებას იყენებენ მრავალი დეკორატიული მცენარის (სუმბულის, შროშანისა და სხვა) საყვავილე ყლორტის განვითარების დასაჩქარებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 241.