ესცეტი
ესცეტი, ß (გერმ. Eszett) — გერმანული ანბანის ერთ-ერთი ასო. იგი გერმანულ ანბანში შემავალი ერთადერთი სიმბოლოა, რომელსაც გერმანულის გარდა სხვა ენები არ გამოიყენებენ. ესცეტი წარმოადგენს არა დამოუკიდებელ სიმბოლოს ლათინური დამწერლობისა, არამედ ორი ასოსაგან — გრძელი ſ-ისა („S-ის“ გრაფიკული ვარიანტი) და z-ისაგან (ე. წ. კუდიანი Z) — შემდგარ ლიგატურას.
ესცეტი თანხმოვანია და წარმოადგენს ყრუ ფშვინვიერ ბგერას /s/, ფონეტიკური მნიშვნელობით შეესაბამება ქართული ანბანის ასო სანს. გერმანულად საუბრისას მას ხშირად შეიძლება ეწოდოს „Buckel-S“ (კუზიანი S), „Ringel-S“ (ზარის ფორმის S), „Rucksack-S“ (ზურგჩანთა S). შვეიცარიაში მას აგრეთვე მოიხსენიებენ „ორმაგი S-ის“ (გერმ. Doppel-S) სახელით, თუმცა ეს დასახელება დანარჩენ გერმანულენოვან ქვეყნებში, ნაწილობრივ შვეიცარიაშიც, უფრო მეტად გაორმაგებულ თანხმოვანთან — ss — ასოცირდება.
დღეისათვის ესცეტი მხოლოდდამხოლოდ გერმანული ენის ჩასაწერად გამოიყენება, თუმცა მას არ ხმარობენ შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში[1].
ესცეტი მხოლოდ გერმანული ენისათვის გამოიყენება, შვეიცარიისა და ლიხტენშტაინისათვის დამახასიათებელი დიალექტების გარდა. დანარჩენ გერმანულენოვან სივრცეში, ასევე ბელგიის[2] გერმანულენოვანი მოსახლეობა, დანიაში (ჩრდილოეთი შლეზვიგი)[3], ლუქსემბურგსა[4] და იტალიაში (სამხრეთი ტიროლი)[5] ამ სიმბოლოსთვის მოქმედებს მართლწერის იგივე წესები, რაც გერმანიასა და ავსტრიაშია დადგენილი.
ſs ლიგატურა, რომელიც ერთ-ერთი შეხედულებით საფუძვლად დაედო ß–ის მოხაზულობას, XVIII საუკუნემდე სხვა ენებშიც გამოიყენებოდა.
შუა საუკუნეების არაერთ, აგრეთვე ახალი დროის ზოგიერთ დოკუმენტში ესცეტი გვხვდება, როგორც შემოკლება ასოთა გერმანული კომბინაციისა sch (ფონეტიკურად შეესაბამება ქართულ შინს), მაგალითად, როგორც სიტყვა „შილინგის“ აბრევიატურა[6].
წარმოქმნა
რედაქტირებასიმბოლო „ß“ პირველად XIII საუკუნის მიწურულის გოტიკურ ხელნაწერ წიგნებსა და დოკუმენტებში გვხვდება და აღნიშნავს განსაზღვრულ /s/ ბგერას. ესცეტის დღეისათვის გავრცელებულ გრაფიკულ ნაირსახეობებს სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ. ზოგიერთ გოტიკურ დამწერლობაში ესცეტი წარმოქმნა ერთმანეთთან გრძელი ſ-ისა და z-ის შერწყმით მიღებულმა ლიგატურამ. რამდენიმე, ძირითადად XV საუკუნის შემდგომ წარმოქმნილ ანტიკვას ტიპის შრიფტში, ესცეტი გრძელი ſ-ისა და მრგვალი s-ის ლიგატურას წარმოადგენს. ესცეტის გამოყენების პირველ ნიმუშად ითვლება „ვოლფდიტრიხის ფრაგმენტი“, რომელიც 1300 წლისთვისაა დაწერილი. საბოლოოდ, ესცეტის წარმომავლობის შესახებ ერთმნიშვნელოვანი აზრი არ არსებობს.
ტირონული ნიშნები
რედაქტირებატიპოგრაფმა მაქს ბოლუეიგმა ივარაუდა, რომ ესცეტის საფუძველი რომაული ტირონული შემოკლებული ნიშნები "სერ"–ი და "სედ"–ი უნდა იყოს. ჰერბერტ ბრეკლე კი ამ თეზას შეეწინააღმდეგა.
გამოთქმა გერმანულ ენაში
რედაქტირებაVII-VIII საუკუნეებში გერამანული ენის ფონეტიკაში ძველი გერმანული ენის ორი თანხმოვნისაგან, /t/ და /tː/-საგან გაჩნდა ორი ახალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული გამოთქმის ბგერა. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ამ ორი ბგერის ჩაწერა მაინც ერთნაირად ხდებოდე – zz, თუმცა მათ განსასხვავებლად მალევე გაჩნდა ორი ახალი აღნიშვნა – sz და tz.
გაორმაგებული "ესით" – ss გადმოცემული ბგერა, რომელიც ძველ გერმანულ /s/-ს შეესაბამებოდა, განსხვავდებოდა sz-თი აღნიშნული ბგერისაგან; ss გამოითქმოდა როგორც უხმო ალვეოლურ–სასისმიერი ფრიკატიული ბგერა [ɕ], ხოლო sz, როგორც უხმო ალვოელური ბგერა [s]. მაშინაც, როცა ამ ორი ბგერის გამოთქმები თანდათან ერთმანეთს დაემთხვა, ორივე დაწერილობა მაინც შენარჩუნდა. თუმცა, ერთნაირი გამოთქმის გამო ხშირად გაურკვეველი იყო, სად რომელი უნდა დაწერილიყო.
დროთა განმავლობაში შეიქმნა დღეისათვის ცნობილი განაწილება სიტყვებში ss–სა და ß–ისა, რომელიც გერმანულ ენაში sz-ს მემკვიდრეა. დღევანდელ გერმანულში ამ ორ ბგერა შორის თავდაპირველი განსხვავება არაა შენარჩუნებული და მათი გამოთქმები იდენტურია.
ესცეტი გოტიკურ შრიფტებში
რედაქტირებაXX საუკუნემდე გერმანული ენა ძირითადად გოტიკური შრიფტით ჩაიწერებოდა. გრძელი s-ისა და z-ის ხშირად გამოყენებადი კომბინაციისაგან („ſz“ ან „ſʒ“) განვითარდა ლიგატურა, რომელიც დროთა განმავლობაში ცალკე ასო–ნიშნად, ესცეტად გადაიქცა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Schweizerische Bundeskanzlei: Leitfaden zur deutschen Rechtschreibung 2008 დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. Leitfaden zur deutschen Rechtschreibung. 3. Auflage. 2008.
- ↑ Deutschsprachige Gemeinschaft in Belgien: Zuständigkeiten
- ↑ Website der deutschsprachigen Tageszeitung „Der Nordschleswiger“ (Dänemark)
- ↑ Ministerin für Erziehung und Berufsausbildung, Mady Delvaux-Stehres: Communiqué – Neuregelung der deutschen Rechtschreibung im luxemburgischen Schulsystem. 3. August 2005
- ↑ Landmaus Nr 12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-24. ციტირების თარიღი: 2014-11-20.
- ↑ Abkürzungen von Münzen Eintrag im GenWiki, abgerufen am 9. September 2012.