დ’ესტე (დინასტია)
დ'ესტეს დინასტია (იტალ.: Famiglia d'Este) — ერთ-ერთი უძველესი იტალიური არისტოკრატიული საგვარეულო. იგი მართავდა ფერარას 1240-1597 წლებში და მოდენას 1288-1796 წლებში. ამ დიანსტიამ დიდი როლი ითამაშა შუა საუკუნეების ევროპის ისტორიაში და წარმოშვა რენესანსის ხანის მრავალი მეცნერიი.
ისტორია
რედაქტირებაესტეს საგვარეულო ფრანკ არისტოსტოკრატებიდან მომდინარეობს, რომელიც კარლ დიდის მეფობაში ლომბარდიაში დამკვიდრდა. 1056 წელს ალბერტო აცო II-ემ (* 996; † 1097) ქალაქ ესტეში ამავე სახელის ციხე-სიმაგრე ააგო და გვარად “ესტე” დაირქვა. მას 3 შვილი ჰყავდა, რომლებმაც სათავე დაუდეს დინასტიის სხვადასხვა შტოებს.
- ველფ IV დ’ესტე (იგივე გუელფო) - ალბერტო აცო II-სა და მისი მეუღლის კუნინგუნდე ფონ კერნტენის, ველფების უკანასკნელი მემკვიდრის († 1056-მდე) უფროსი ვაჟი. მან სათავე დაუდო გერმანულ ველფების შტოს (ველფ-ესტეები).
- ჰუგო დ’ესტე - ალბერტო აცო II-ის ვაჟი მეორე ქორწინებიდან. მან დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო მენის საგრაფო, რომელიც მალევე გაყიდა. მას მემკვიდრე არ დარჩენია.
- ფულკო I დ’ესტე - ალბერტო აცო II-ის უმცროსი ვაჟი. მან სათავე დაუდო დინასტიის იტალიურ შტოს (ფულკ-ესტეები ან უბრალოდ ესტეები). მისმა შთამომავლებმა 1171 წელს მარკიზის ტიტული მიიღეს.
1154 წელს დინასტიის ორივე შტომ (გერმანული მხრიდან ჰაინრიხ ლომი) ერთმანეთში დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იტალიური სამფლობელოები საგვარეულოს უმცროს შტოს დაუმტკიცდა. მომდევნო წლებში ფულკ-ესტეებმა ხელში ჩაიგდეს ფერარა, მოდენა და რეჯო-ემილია. თვითონ ქალაქი ესტე მათ 1275 წელს პადუასთან ომში დაკარგეს, ხოლო 1405 წელს იგი ამ უკანასკნელთან ერთად ვენეციის ხელში გადავიდა.
ბორსო დ’ესტემ იმპერატორ ფრიდრიხ III-ისაგან 1452 წელს მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის ტიტული მიიღო და მის ვასალად აღიარა თავი. 1471 წელს პაპმა პავლე II-ემ მას ფერარას ტიტული უბოძა და რაკი ფერარა პაპის მიწა იყო ავტომატურად ბორსო დ’ესტე პაპის ვასალიც გახდა.
დინასტიის პირდაპირი შტო 1597 წელს ალფონსო II დ’ესტეს გარდაცვალებით დასრულდა. ფერარა 1598 წელს პაპმა კლიმენტი VIII-ემ პაპის ოლქს შეუერთა, ხოლო დანარჩენი მიწები ესტეს დინასტიის გვერდით შტოს გადაეცა. 1796 წელს მოდენისა და რეჯოს საჰერცოგოები საფრანგეთის რევოლუციური არმიის წყალობით “ციზპადანურ რესპუბლოკად” გამოცხადდა, რომელიც, მომდევნო 1797 წელს ციზლაპური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. საზღაოდ ჰერცოგთა ოჯახს 1801 წელს ბრაისგაუ და ორტენაუ გადაეცა.
1803 წელს გარდაიცვალა ბოლო ჰერცოგი ერკოლე III დ’ესტე. მისმა ქალიშვილმა მარია ბეატრიჩე II დ’ესტემ მემკვიდრეობა ჰაბსბურგებს გადასცა და სათავე დაუდო ესტეს დინასტიის ავსტრიულ შტოს.
1805 წელს ბრაისგაუ და ორტენაუ ბადენის კურფიურსტის ხელში გადავიდა. ვენის კონგრესის შემდეგ მოდენა ესტეებს დაუბრუნდა, თუმც ეს სამფლობელო მათ საბოლოოდ დაკარგეს 1859-1860 წლებში რისორჯიმენტოსა და იტალიის სამეფოს დაარსების შედეგად. ჰერცოგის ტიტული შემდგომში მემკვიდრეობით მიიღო ერცჰერცოგმა ფრანც ფერდინანდმა.
დ’ესტეს დინასტიის გერბები
რედაქტირება-
დ’ესტეების გერბი 1239–1431
-
დ’ესტეების გერბი 1431–1452
-
დ’ესტეების გერბი 1452–1471
-
დ’ესტეების გერბი 1471
-
დ’ესტეების გერბი 1471–1535
-
დ’ესტეების გერბი 1535–1741
-
დ’ესტეების გერბი 1741
-
ავსტრია-ესტეების გერბი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Trevor Dean, Land and Power in Late Medieval Ferrara: The Rule of the Este, 1350–1450.(Cambridge University Press) 1987.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Il Castello Estense: genealogical tree