ესთერ დიუფლო

(გადამისამართდა გვერდიდან ესტერ დიუფლო)

ესთერ დიუფლო (ფრანგ. Esther Duflo; დ. 25 ოქტომბერი, 1972, პარიზი) — ფრანგი და ამერიკელი ეკონომისტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, აბდულ ლატიფ ჯამილის სიღარიბესთან ბრძოლის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. 2019 წელს აბჰიჯიტ ბანერჯისთან და მაიკლ კრემერთან ერთად მიიღო ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკური მეცნიერებების დარგში „მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლაში ექსპერიმენტული მიდგომებისთვის“.

ესთერ დიუფლო
Esther Duflo

ესთერ დიუფლო 2009 წელს
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1972
დაბ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი, აშშ
საქმიანობა ეკონომისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი[1]
მუშაობის ადგილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და საფრანგეთის კოლეჯი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[2] , მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ანრი IV-ის ლიცეუმი, სოციალური მეცნიერებების უმაღლესი სკოლა და Paris School of Economics
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მეუღლე Abhijit Banerjee
მამა Michel Duflo
ჯილდოები მაკართურის სტიპენდია, Sloan Fellowship, ჯონ ბეიტს კლარკის მედალი, Princess of Asturias Award for Social Sciences[3] , Prix du meilleur jeune économiste de France, Elaine Bennett Research Prize[4] , ღირსების ორდენის ოფიცერი[5] , ჯონ ფონ ნოიმანის პრემია[6] , Dan David Prize, ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[7] , ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ნობელის პრემია ეკონომიკაში[8] , Albert O. Hirschman Prize[9] , Calvó-Armengol International Prize, honorary degree of HEC Paris, honorary doctor of the Catholic University of Louvain, იელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of Erasmus University Rotterdam, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[10] , Infosys Prize, Erna Hamburger Prize, CNRS bronze medal[1] , ლიეჟის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[11] და CNRS innovation medal[1]
საიტი econ-www.mit.edu/faculty/eduflo
economics.mit.edu/people/faculty/esther-duflo
სამეცნიერო სფერო განვითარების ეკონომიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ესთერ დიუფლო დაიბადა პარიზში 1972 წელს. მამამისი იყო ცნობილი მათემატიკოსი, დედა — პედიატრი. დიუფლომ დაამთავრა პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა ეკონომიკისა და ისტორიის მიმართულებით 1994 წელს და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში პარიზის ეკონომიკის სკოლაში 1995 წელს. 1999 წელს მან დაამთავრა დოქტურანტურა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (აშშ). იქვე განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა და 2005 წელს სიღარიბის დაძლევასა და განვითარებად ეკონომიკაში აბდულ ლატიფ ჯამილის სახელობის პროფესორის წოდება მოიპოვა. 2003 წელს დიუფლომ და მისმა ორმა კოლეგამ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან — აბჰიჯიტ ბანერჯიმ და სენდჰილ მულაინათანმა დააფუძნეს აბდულ ლატიფ ჯამილის სიღარიბესთან ბრძოლის ლაბორატორია (Abdul Latif Jameel Poverty Action Lab, J-PAL), კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანი მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლაში მეცნიერული მიდგომებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება იყო. დიუფლო და ბანერჯი 2015 წელს დაქორწინდნენ.[12]

დიუფლომ, ბანერჯიმ და მათმა ჰარვარდელმა კოლეგამ, მაიკლ კრემერმა ურთიერთთანამშრომლობით შეიმუშავეს მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლის ახლებური მეცნიერული მიდგომა. ისინი არჩევდნენ სიღარიბის ხელისშემწყობ შედარებით მცირე და სპეციფიკურ პრობლემებს და სახავდნენ მათი გადაწყვეტის საუკეთესო გზებს, რომლებიც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში წლების განმავლობაში ჩატარებულ საველე ექსპერიმენტებს ეფუძნებოდა. ისინი ასევე ამუშავებდნენ მეთოდებს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მიღებული შედეგების განზოგადება მოსახლეობის უფრო დიდ სეგმენტებზე, სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და სხვადასხვა ძალის (არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და ქვეყნის მთავრობები) მონაწილეობით. ამ სამუშაოებზე დაყრდნობით წარმატებით შეიქმნა პრაქტიკული რეკომენდაციები განვითარების ეკონომიკის სფეროში, სადაც აღნიშნული მეცნიერების მიდგომები და მეთოდები სტანდარტულად იქცა. 2019 წელს დიუფლომ, ბანერჯიმ და კრემერმა გაინაწილეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში, რომელიც მათ „მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლაში ექსპერიმენტული მიდგომებისთვის“ მიენიჭა. დიუფლო იყო მეორე ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში და, ამასთან, გახდა ამ კატეგორიაში პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი. დიუფლო არის სხვა მრავალი აკადემიური და საზოგადოებრივი ჯილდოს მფლობელი. თანამედროვე ეკონომიკის პრობლემების შესახებ გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი და ასობით სამეცნიერო სტატია.[12]

  1. 1.0 1.1 1.2 სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი — 1939.
  2. L'annuaireAssociation des anciens élèves, élèves et amis de l'École normale supérieure.
  3. PREMIO PRINCESA DE ASTURIASDE CIENCIAS SOCIALES 2015Fundación Princesa de Asturias.
  4. CSWEP: Elaine Bennett Research PrizeAEA.
  5. L'ordre du Mérite distingue 1.302 "illustres et anonymes" // Le PointKering, 2013. — ISSN 0242-6005; 1950-7461; 2491-3677
  6. John von Neumann AwardRajk László College for Advanced Studies.
  7. https://web.archive.org/web/20110912085806/http://www.econometricsociety.org/news1.asp?ref=87
  8. Nobel Foundation database
  9. The Albert O. Hirschman PrizeSSRC.
  10. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 2021. — P. 139. — ISSN 0242-6773
  11. https://www.news.uliege.be/cms/c_18664695/fr/aurelien-barrau-esther-duflo-zanele-muholi-docteurs-honoris-causa-de-l-universite-de-liege
  12. 12.0 12.1 Esther Duflo, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 17 თებერვალი, 2020.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება