ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასი 2019-20 — ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასის 36-ე გათამაშება რომელიც შეცვლილი ფორმატით გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გუნდმა, ესენი არიან: „ბარსელონა“, „ვალენსია“, მადრიდის „ატლეტიკო“ და მადრიდის „რეალი“, ფინალი შედგა 2020 წლის 12 იანვარს. მასში ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ. ტურნირს საუდის არაბეთის ქალაქმა ჯიდამ უმასპინძლა. ძირითადი და დამატებითი დროები უგოლო ფრით დასრულდა. პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვა მადრიდის „რეალმა“, ანგარიშით 4-1. გუნდი მე-11-დ დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს.
გუნდი
|
სტატუსი
|
ტურნირზე ასპარეზობები (მუქად გამარჯვებები)
|
მადრიდის „რეალი“
|
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 2018-2019-ის მესამე ადგილოსანი
|
15 (1982, 1988, 1989, 1990, 1993, 1995, 1997, 2001, 2003, 2007, 2008, 2011, 2012, 2014, 2017)
|
მადრიდის „ატლეტიკო“
|
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 2018-2019-ის მეორე ადგილოსანი
|
6 (1985, 1991, 1992, 1996, 2013, 2014)
|