ესკალანტე (დასავლეთი ნეგროსი)

ესკალანტე (ოფიციალურად ქალაქი ესკალანტე; ტაგ: Lungsod ng Escalante; სებ: Dakbayan sa Escalante) — მეოთხე კლასის შემადგენელი ქალაქი დასავლეთ ნეგროსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 94 070 ადამიანს შეადგენს.[2]

ესკალანტე
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 10°50′00″ ჩ. გ. 123°30′00″ ა. გ. / 10.83333° ჩ. გ. 123.50000° ა. გ. / 10.83333; 123.50000
დაარსდა 28 ნოემბერი, 1856
ფართობი 192.76 კმ²
მოსახლეობა 96 159 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 34
საფოსტო ინდექსი 6124
ოფიციალური საიტი http://www.escalantecity.gov.ph/
300
300

წინაესპანური ხანა

რედაქტირება

წინაესპანური ხანის ესკალანტეს შესახებ ისტორიული წყაროები არ არის შემორჩენილი. 1975 წლის ოქტომბრიდან 1976 წლის მაისამდე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს ანთროპოლოგიის სტუდენტთა ჯგუფმა, სილამანის უნივერსიტეტის პროფესორის, ლაიონელ ჩიონგის ხელმძღვანელობით არა მხოლოდ ამ ქალაქში, არამედ მთელ ნეგროსის კუნძულზე ესპანელების ჩასვლამდე მცხოვრები ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს. არქეოლოგიური გათხრებისას ჯაპიტანის ბარანგაიში, რომელიც ტანიონის ყურის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს, 9 სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ანტიკურ ხანაში საკრძალავს წარმოადგენდა. არტეფაქტებს შორის იყო სუნის დინასტიის (960-1280)პერიოდის თეფშები და ჯამები, ქვისგან დამზადებული ჭურჭელი, ოქროს მძიმები, ხანჯლები და სანადირო დანა სპილოს ძვლის ქარქაშით.

ესპანური ხანა

რედაქტირება

კუნძულის ნეგროსის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი XIX საუკუნის შუა ხანებში „ერთ-ერთი ყველაზე კულტივირებული რეგიონი“ იყო. 1865 წლის 28 ნოემბერს გენერალ-გუბერნატორმა მანუელ კრესპომ გამოსცა დეკრეტი ქალაქების: ესკალანტესა და სარავიის დაარსების შესახებ. დეკრეტის თანახმად, ორივე ქალაქი მშობლიური ქალაქისგან, სილაისგან უნდა განცალკევებულიყო. გარდა ამისა, სარავიასა და ესკალანტეში ახალი ეკლესიები უნდა აეშენებინათ. ესკალანტეს მთავრობის რეზიდენცია ნუევა-სევილიის ბარიოში (ძველი ბოპლაკიონის ბარანგაი) მდებარეობდა.[3]

ესკალანტეს სამრევლო საბოლოოდ 1860 წლის 22 მაისს დაარსდა კიპრიანო ნავაროს ხელმძღვანელობით. ნავაროს მიერ 1861 წელს გაკეთებული მოხსენების თანახმად, სამრევლოს და 14 ბარიოს მოსახლეობა კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კალატრავიდან ჰიმოგაანმდე ცხოვრობდა. ისინი სებუანურ დიალექტზე საუბრობდნენ, რადგანაც წარმოშობით სებუდან იყვნენ. მხოლოდ მარიანასის ბარიოს მკვიდრები საუბრობდნენ ჰილიგაინონის დიალექტზე.

1859 წელს გუბერნატორ ემილიო ე. სარავიას ხელმძღვანელობით ბაკოლოდსა და მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ქალაქებში: ესკალანტეში, გუიჰულნგანში, ჯიმალალუდში, ტაიასანსა და აიუნგონში სამხედრო-პოლიტიკური მმართველობა დამყარდა.[4] 1863 წლის 3 ივლისს აგუელესი (საგაი) და კალატრავა დამოუკიდებელ ქალაქებად გამოცხადდა და ბაკოლოდის იურისდიქციის ქვეშ შევიდა. საბოლოოდ, 1889 წელს ნეგროსი ორ პროვინციად გაიყო.

1860-იან წლებში ესკალანტეში გოგონათა და ვაჟთა სკოლები გაიხსნა. 1870-იანი წლებიდან ესკალანტე ბაკოლოდსა და სებუს შორის დამაკავშირებელი წერტილი იყო. 1871 წლის მაისიდან ბაკოლოდი-ესკალანტე-ტუტუბანი-ტოლედო-ცებუს საფოსტო მარშრუტი ამოქმედდა. 1875 წლისთვის ემერენსიანო ამანტეს, ეკსალანტეს მერის საფოსტო ნავს ტოლედოსა და ესკალანტეში კვირაში ერთხელ გადაჰქონდა შეტყობინებები.

ქალაქად გამოცხადება

რედაქტირება
 
ჯომაბოს კუნძული

მუნიციპალიტეტად არსებობის 143 წლიანი ისტორიის შემდეგ, მერ სანტიაგო გ. ბარსელონა უმცროსის ხელმძღვანელობით ესკალანტეს ქალქის სტატუსი მიენიჭა. ფილიპინების კონგრესის მიერ მიღებული ორი კანონპროექტი საბოლოოდ 9014-ე რესპუბლიკურ აქტად იქცა („კანონი დასავლეთ ნეგროსის ესკლანატეს მუნიციპალიტეტის შემადგენელ ქალაქად გამოცხადების შესახებ“). 2001 წლის 28 თებერვალს კანონს პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ მოაწერა ხელი და იმავე წლის 31 მარტს იქნა რატიფიცირებული. ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით ჩატარებულ პლებისციტში 14 723 ადამიანიდან 14 075 ესკალანტეს შემადგენელ ქალაქად გამოცხადებას დაუჭირა მხარი.[5]

გეოგრაფია

რედაქტირება

ესკალანტეს ფართობი 19 276.303 ჰექტარია. ქალაქი დასავლეთ ნეგროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სებუს მოპირდაპირედ მდებარეობს. ესკალანტე სან-კარლოსიდან 49 კმ-ით, ხოლო პროვინციულ დედაქალაქ ბაკოლოდიდან — 95 კმ-ითაა დაშორებული. ესკალანტეს ჩრდილოეთით და დასავლეთით საგაი, სამხრეთით — ტობოსო, ხოლო აღმოსავლეთით — ტანიონის სრუტე მდებარეობს.

ესკლანტეს სანაპირო მცენარეთა მრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილია დასავლეთ ნეგროსის მასშტაბით. ქალაქის სანაპიროები ორი ეკოსისტემისგან შედგება: მანგროს ეკოსისტემა, რომელიც სანაპირო დაბლობების ბუჩქებსა და ხეებს მოიცავს. შეზღუდულ სანაპირო ზონაში მესამეული ეკოსისტემის ნაშთებია და მარჯნის რიფები შეცვლილი ფორმითაა შემონახული. ესკალანტეს წყლები მთელი წლის მანძილზე უმეტესწილად თბილია. მარილიანობის მაჩვენებელი 28-36 პრომილეა.

ესკალანტე პოლიტიკურად 21 ბარანგაიდ იყოფა.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Census of Population (2015). "Region VI (Western Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  3. History of Negros by Angel Martinez Cuesta. trans. from original Spanish by Alfonso Felix Jr., and Caritas Sevilla. Historical Conservation Society, Manila: 1980
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-14. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  5. City Planning and Development Office, City of Escalante
  6. Total Population by Province, City, Municipality and Barangay: as of August 1, 2015. 2010 Census of Population and Housing. Philippine Statistics Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 November 2012. ციტირების თარიღი: 8 March 2013.