ესიქომი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ესიქომი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილო კიდეზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3572 მ.
ესიქომი | |
---|---|
კოორდინატები: 42°33′41″ ჩ. გ. 44°23′26″ ა. გ. / 42.56139° ჩ. გ. 44.3905611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3572 მ |
ქედი | ყელის ზეგანი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური ლავა, ფიქალი და ქვიშაქვა |
აგებულია მეოთხეული ასაკის ანდეზიტური ლავებით. აღმართულია იურული ფიქლებისა და ქვიშაქვების საფუძველზე. ესიქომის ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, სამხრეთი — შედარებით დამრეცი. 2800 მ სიმაღლემდე ალპური მდელოებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ჭ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 104.