ერნსტ გომბრიხი
ერნსტ გომბრიხი (დ. 30 მარტი, 1909 — გ. 3 ნოემბერი, 2001) — ხელოვნების ისტორიკოსი, რომელიც დაიბადა ავსტრიაში, ხოლო 1947 წელს გახდა ბრიტანეთის მოქალაქე და მოღვაწეობის დიდი ნაწილი ბრიტანეთში გაატარა. ის იყო მრავალი კულტურული და ხელოვნების ისტორიის ნამუშევრის შემქმნელი, მისი ნამუშევრები განიხილება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გაცნობის საშუალება სახვით ხელოვნებაში.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ვენაში (ავსტრია-უნგრეთი) 1909 წლის 30 მარტს. ებრაული წარმოშობის ბურჟუაზიულ ოჯახში, მშობლები კარლ გომბრიხი და ლიონ ჰოკი, სადაც იზრდებოდა დახვეწილ სოციალურ და მუსიკალურ გარემოში. მამა ცნობილი ადვოკატი, ხოლო დედა გამორჩეული პიანისტი გახლდათ, რომელმაც დაამთავრა ვენის კონსერვატორიის სკოლა. ის იყო ცნობილი პიანისტების თანაშემწე, როგორებიც იყვნენ: თეოდორ ლეშეტიცკი, არნოლს რონბერგი, გუსტავ მალერი, ჰიუგო ვოლფი და სხვა. გომბრიხმა განათლება მიიღო ჯერ Theresianum-ის საშუალო სკოლაში და შემდგომ ვენის უნივერსიტეტში, სადაც მან შეისწავლა ხელოვნების ისტორია. 1936 წელს მაინ ცოლად შეირთო ილს ჰელერი, რომელიც მისი დედის მოსწავლე იყო. მათ ჰყავდათ ერთადერთი ვაჟი რიჩარდ გომბრიხი, რომელიც გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი 1976-2004 წლებში. მისი პირველი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ: მსოფლიოს პატარა ისტორია,(A Little History of the World) აიკრძალა ნაცისტებისაგან მისი პაციფიზმის გამო და იძულებული გახდა ბრიტანეთში გაქცეულიყო და 1939 წელს ასისტენტ-მკვლევარის პოსტი დაიკავა ლონდონის უნივერსიტეტის ვარბურგის ინსტიტუტში.
გომბრიხის პირველი წიგნი, ერთადერთია რომელიც არ გამოსულა ინგლისურ ენაზე „ერთი მოკლე მსოფლიო ისტორია ახალგაზრდა მკითხველთათვის“ (Eine kurze Weltgeschichte für Junge Leser), რომელიც 1936 წელს გერმანიაში გამოიცა. ძალიან პოპულარული იყო მთელს მსოფლიოში თუმცა ინგლისურ ენაზე მხოლოდ 2005 წელს ითარგმნა. გადათარგმნეს მისმა დიდი ხნის თანაშემწემ და მდივანმა კაროლინ მუსტილმა და მისმა შვილიშვილმა ლეონ გომბრიხმა
„ხელოვნების ამბავი“ (The Story of Art) პირველი გამოცემა 1950 წელს გამოვიდა. დღეს-დღეისობით მისი მე-16 გამოცება დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაიყიდა მილიონობით ეგზემპლარი და ითარგმნა 30 ენაზე.