ერნა სულბერგი

(გადამისამართდა გვერდიდან ერნა სოლბერგი)

ერნა სულბერგი (ნორვ. Erna Solberg, დ. 24 თებერვალი 1961, ბერგენი) — ნორვეგიელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2004 წლიდან. ნორვეგიის 28-ე პრემიერ-მინისტრი.

ერნა სულბერგი
ერნა სულბერგი
ნორვეგიის 28-ე პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 ოქტომბერი, 2013
მონარქი  ჰარალდ V
წინამორბედიიენს სტოლტენბერგი

დაბადებული24 თებერვალი, 1961 (1961-02-24) (63 წლის)
ბერგენი, ნორვეგია
პოლიტიკური პარტიაკონსერვატიული პარტია
განათლებაბერგენის უნივერსიტეტი

დაიბადა ბერგენში 1961 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბერგენის უნივერსიტეტში, რომელიც 1986 წელს სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის სპეციალობით დაამთავრა.

1989 წლიდან ნორვეგიის პარლამენტის სტორტინგის წევრია. 2001 წელს შევიდა ხიელ მაგნე ბუნევიკის მთავრობაში და დაიკავა კომუნალური მეურნეობის მინისტრის თანამდებობა. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოთხ პარტიასთან ალიანსში მიიღო ხმების უმრავლესობა და 16 ოქტომბერს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება