ჰარალდ V
ჰარალდ V (ნორვ. Harald V, დ. 21 თებერვალი, 1937) — ნორვეგიის მეფე 1991 წლის 17 იანვრიდან. ტახტზე მამამისის ულაფ V გარდაცვალების შემდეგ ავიდა.
ჰარალდ V | |
---|---|
Harald V | |
ნორვეგიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 17 იანვარი 1991 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | ულაფ V |
მემკვიდრე: | ჰოკონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 თებერვალი, 1937 |
დაბ. ადგილი: | სკაგუმი, ნორვეგია |
მეუღლე: | სონია ჰარალდსენი |
შვილები: |
პრინცესა მართა ლუიზა კრონპრინცი ჰოკონი |
მამა: | ულაფ V |
დედა: | მართა შვედი |
რელიგია: | ლუთერანობა |
ხელმოწერა: | |
ჰარალდი პირველი პრინცია, რომელიც ბოლო ასწლეულში ნორვეგიაში დაიბადა. 1940 წელს ქვეყანაში ნაცისტების შეჭრის შემდეგ სამეფო ოჯახმა დატოვა ოსლო და ვაშინგტონში ცხოვრობდნენ. 1945 წელს უფლისწული ნორვეგიაში დაბრუნდა და 1955 წელს ოსლოს უნივერსიტეტში ჩააბარა. ამის მერე სამხედრო აკადემიაში გადავიდა. 1960 წლიდან ოქსფორდში სწავლობდა.
1968 წელს ცოლად არათავადიშვილი, სონია ჰარალდსენი შეირთო, მისგან ორი შვილი: პრინცესა მართა ლუიზა და კრონპრინცი ჰოკონი შეეძინა, რომელიც ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: