ერმოლოვის ქვა
ერმოლოვის ქვა (რუს. Ермоловский камень) — გიგანტური ერატიკული ლოდი[1] რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. მდებარეობს მდინარე თერგის კალაპოტში, დარიალის ხეობაში, სოფელ ზემო ლარსის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1120 მ სიმაღლეზე. ღია რუხი ფერის გრანიტული კაჭარი პრიზმული ფორმისაა. მისი სიგრძე 30 მ-ია, სიგანე 17 მ, სიმაღლე 15 მ. მოცულობა დაახლოებით 6000 მ³, წონა დაახლოებით 16 ათ. ტ. შედგება შუა პალეოზოური ღია გრანიტისაგან.[2]
ერმოლოვის ქვა | |
---|---|
დარიალის ხეობა, 1906 წელი
| |
მდებარეობა | ჩრდილოეთი ოსეთი |
ქვეყანა | რუსეთი |
უახლოესი ქალაქი | ვლადიკავკაზი |
ლოდის მნიშვნელოვანი ნაწილი დამალულია ნაყარით. ირგვლივ არსებული მონაკვეთი გაკეთილშობილებულია. ერმოლოვის ქვა გადატანილია 1832 წელს დევდარაკის ერთ-ერთი უმძლავრესი ჩამონგრევისას გაჩენილი ღვარცოფული ნაკადით.[3] ლოდის მწვერვალზე გვხვდება მეჭეჭიანი არყი, კავკასიური ცაცხვი და კლდის მუხა.[2]
1867 წელს ლოდი აღწერა ოტო ვილჰელმ ჰერმან აბიხმა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების მოამბეში. მისი აზრით, გიგანტური ლოდი მეოთხეულში დევდარაკის მყინვარმა ჩამოიტანა მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთიდან. ლოდი მოინახულა ალექსანდრე პუშკინმა თავისი მოგზაურობისას საქართველოში.[4]
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის ოქტომბერში ლოდში მოწყობილი იყო ხანგრძლივი საცეცხლე წერტილი, მათ შორის ორი 45-მილიმეტრიანი ქვემეხი და სამი ხელის ტყვიამფრქვევი.[5]
სახელი ეწოდა რუსი გენერლის, საქართველოს ცალკეული კორპუსის მეთაურის ალექსი ერმოლოვის (1777–1861) პატივსაცემად, რომელმაც გადმოცემის თანახმად, 1821 წელს დაღესტნის ხანთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.[6]
ერმოლოვის ქვის უძველესი ინგუშური სახელწოდებაა „მაჰმად ქხერა“; აგრეთვე „მოგზაური ქვის“ სახელითაა ცნობილი.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Серебрянный Л.Р., Орлов А.В. Ледники в горах, М.: Наука, 1985. — 170 c.
- ↑ 2.0 2.1 Ермоловский камень | Особо охраняемые природные территории России
- ↑ ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., ცოდნა, 1964, გვ. 200
- ↑ Пушкинские места Грузии. По Военно-Грузинской дороге
- ↑ Феликс Киреев. Забытый Ермоловский камень. Осетия - Квайса. «Пульс Осетии»
- ↑ Геологическая экскурсия по Военно-Грузинской дороге
- ↑ Белгородский государственный национальный исследовательский университет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-31. ციტირების თარიღი: 2021-02-20.