ერმილე ბურჭულაძე
ერმილე (ერმალოზ)[1] ესეს ძე ბურჭულაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1901, სოფ. სამება, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი ― გ. 5 სექტემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).
ერმილე ბურჭულაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ერმილე ესეს ძე ბურჭულაძე |
დაბადების თარიღი |
4 ოქტომბერი, 1901 სოფელი სამება, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი |
გარდაცვალების თარიღი |
5 სექტემბერი, 1970 თბილისი |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962). |
ჯილდოები | "საპატიო ნიშნის" ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1928–1934 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იქვე ასპირანტურა. 1934 წლიდან მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1935–1937 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1937–1939 წლებში — საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი. 1939–1947 წლებში — თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი და მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე. 1953–1954 წლებში სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის[2] რექტორი. 1954–1957 წლებში საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტსკოლის პროფესორი. 1957 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სკკპ ისტორისს, ხოლო 1968 წლიდან მეცნიერული კომუნიზმის კათედრის პროფესორი. ბურჭულაძე ავტორია მონოგრაფიებისა მეცნიერული კომუნიზმის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. იყო საქართველოს სსრ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 587.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“ ტ. 3, გვ. 602, თბ. 2014