ერიკა კრისტენსენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ერიკა ჯეინ კრისტენსენი (ინგლ. Erika Jane Christensen; დ. 19 აგვისტო, 1982) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, რომლის ფილმოგრაფია მოიცავს როლებს ფილმებში: ''ვაჭრობა'' (2000), სვიმფანი (2002), დები ბანგერები (2002), სრულყოფილი ქულა (2004), ფრენის გეგმა ( 2005), როგორ გავძარცვოთ ბანკი (2007), წამებული (2010) და საქმე ქრისტესთვის (2017). ''ვაჭრობა''-ში ნათამაშები როლით, მან მოიგო MTV Movie ჯილდო და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

ერიკა კრისტენსენი

კრისტენსენი 2013 წელს
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1982 (1982-08-19) (42 წლის)
სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) ქოულ მანესი (2015-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2

2006 წელს მან ითამაშა მოკლემეტრაჟიან დრამატულ სერიალში ექვსი ხარისხი, რომელიც გავიდა ABC-ზე. 2010 წლიდან 2015 წლამდე დასრულებამდე კრისტენსენმა ითამაშა ჯულია ბრევერმან-გრეჰამის როლი NBC-ს საოჯახო დრამატულ სერიალში მშობლობა . 2014 წელს მან მოიგო გრეისის ჯილდო ამ სერიალში შესრულებული როლისთვის. კრისტენსენმა განასახიერა ბეტი ბომონტეინი ABC- ს ხანმოკლე კრიმინალურ დრამატული სერიალში, ბოროტი ქალაქი .

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კრისტენსენი დაიბადა 1982 წლის 19 აგვისტოს, სიეტლში, ვაშინგტონში, [1]არის მშენებლობის მენეჯერის კეითის და დაზღვევის თანამშრომლის და ადამიანური რესურსების აღმასრულებელი სტივენ კრისტენსენის ქალიშვილი. [2] მას ჰყავს უფროსი ნახევარ ძმა, ნიკი და ორი უმცროსი ტყუპი ძმა, დეინი (რომელიც 2005 წელს გამოჩნდა ფილმში "აღშფოთების თავზე" ) და ბრანდო. მას აქვს ისლანდიურიშვედური, დანიური, ნორვეგიული, უელსური და ირლანდიური წარმოშობა.

კრისტენსენი სიეტლში ცხოვრობდა ოთხ წლამდე, შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. [3] [4] მან დაიწყო ტელევიზიაში მოღვაწეობა მაკდონალდსის და ვოლვოს რეკლამებში გამოჩენით. [4] კრისტენსენი არის საენტიტოლოგიის ეკლესიის წევრი. [5] მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ერიკას სკოლის მაგივრად, სახლში უნდა ესწავლა.

1997–2006: დასაწყისი

რედაქტირება

კრისტენსენმა თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო კომედიურ ფილმში Leave it to Beaver-ში, სადაც ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი, შემდეგ გამოჩნდა დრამატულ სერიალში Nothing Sacred-ის ერთ ეპიზოდში ორივე ეთერში გამოვიდა 1997 წელს. [6] მან გასულ საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სხვა უამრავ სატელევიზიო სერიალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არის: ფრეზიერი, პრაქტიკა, 3rd Rock from the Sun და ანგელოზი შეეხო. [7] მან ასევე ითამაშა დისნეის არხის ორიგინალ ფილმში Can of Worms-ში, 1999 წელს. [8] 1999 წელს მან ითამაშა როგორც აბიგალი ვინტროფი მოკლევადიან CBS-ს სიტკომში მადლობა. [9] იმავე წელს, იგი მონაწილეობდა მაიკლ ჯექსონის მუსიკალურ ვიდეოში მისი სიმღერისთვის ბავშვობა, სადაც ასევე გადაიღეს მსახიობი ჯენა მალოუნი. [10]

2000 წელს კოკაინის მომხმარებლის, კეროლაინ ვეიკფილდის როლი ითამაშა სტივენ სოდერბერგის კრიმინალურ დრამაში, ვაჭრობა (2000), [11] აღნიშნული როლისთვის მან მიიღო რამდენიმე ჯილდო. [12] ასევე 2000 წელს, კრისტენი გამოჩნდა რამდენიმე სერიალის ერთ ეპიზოდში, მათ შორისაა: ამერიკული სატელევიზიო სერიალი შენი ცხოვრების დრო, კინო ვარსკვლავები, FreakyLinks და პრეტენდენტი. 2001 წელს მან განმეორებითი როლი შეასრულა სიტკომში ჯინა დევისის შოუ . იგი ასევე გამოჩნდა Fox-ის სიტკომში, 70-იანი წლების შუ, სადაც ასევე თამაშობდა ფილმი "ვაჭრობის'' კიდევ ერთი მსახიობი, ტოფერ გრეისი. იგი People-მა 2001 წლის გამორჩეულ ვარსკვლავად. შემდეგ წელს კრისტენსენმა ითამაშა სამ მხატვრულ ფილმში: თინეიჯერული ტრილერი სვიმფანი, [13] კრიმინალური დრამა სახლის ოთახი, [14] და კომედია დები ბანგერსები . [15]

2003 წელს კრისტენსენმა ითამაშა MTV-ს სატელევიზიო ფილმში ქარიშხლიანი უღელტეხილი, აღნიშნული ტელეფილმი ადაპტირებულია ემილი ბრონტეს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მან ასევე ჩაწერა მრავალი სიმღერა ფილმის საუნდტრეკისთვის. [16] 2004 წელს მან ითამაშა თინეიჯერულ ფილმში "სრულყოფილი ქულა" [17] და საშინელებათა ფილმში ტყვია. [18] 2005 წელს კრისტენსენმა ჯონ სტივენსთან ერთად ჩაწერა მისი დებიუტური ალბომი, "მოდით გვიყვარდეს". [19] [20] 2005 წელს, კრისტენსენმა მიიღო მონაწილეობა ფილმებში „აღშფოთების თავდაყირა“, სადაც გამოჩნდა ენდი ვოლფმაიერის როლში, მასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს კევინ კოსტნერისისმა და ჯოან ალენმა; [21][22] და ფრენის გეგმა-ში ითამაშა ფიონას როლით, ფილმში ასევე გადაიღეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯოდი ფოსტერი. [23] შემდეგ წელს მან ითამაშა სერიალში ექვსი ხარისხი, რომლის დებიუტი შედგა ABC-ზე, 2006 წლის 21 სექტემბერს. [24] დაბალი რეიტინგის გამო სერიალი გაუქმდა ერთი სეზონის დასრულებულის შემდეგ. [25]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2014 წლის ნოემბერში კრისტენსენი დაინიშნა ველოსიპედისტ კოლ მანეზე. [26] ისინი დაქორწინდნენ 2015 წლის 5 სექტემბერს, პალმ სპრინგსში, კალიფორნიაში, [27] და ცხოვრობენ ლოს-ფელიზში, ლოს-ანჯელესში. [28] წყვილს ჰყავს ორი ქალიშვილი, პირველი დაიბადა 2016 წლის ივნისში, [29] ხოლო მეორე დაიბადა 2018 წლის აგვისტოში. [30]

კრისტენსენი არის საინენტოლოგი და არაერთხელ დაუცვია ორგანიზაცია. [31]

  1. Erika Christensen. ციტირების თარიღი: September 6, 2015"Erika Christensen". TV Guide. Retrieved September 6, 2015.
  2. Profile: Erika's Fatal at Traction; Swimfan Has Taken Erika Christensen Into the Major League. ციტირების თარიღი: December 9, 2007[მკვდარი ბმული]
  3. Mills, Nancy. (October 17, 2014) Erika Christensen says roles helped her mature.
  4. 4.0 4.1 Rosenbaum 2018.
  5. Erika Christensen Defends Scientology: We Don't Worship Rabbits (January 17, 2013).
  6. Arthur, Kate. (April 17, 2014) Erika Christensen's Journey From Teen Star To "Parenthood".
  7. Smith, Luke. (September 5, 2002) Christensen rises up from McDonald's ad.Smith, Luke (September 5, 2002). "Christensen rises up from McDonald's ad". The Michigan Daily. Retrieved July 4, 2010.
  8. Eidell, Lynsey. (April 28, 2015) 15 Celebs You Forgot Were in Disney Channel Original Movies.
  9. Pierce, Scott D.. (June 28, 1999) CBS gives 'Thanks' for a Pilgrim sitcom.
  10. Hundley, Jessica. (January 1, 2001) Erika Christensen, Stopping Traffic.
  11. "Traffic": Topher Grace & Erika Christensen Interview (December 11, 2000).
  12. Blackman, Lori. (March 14, 2001) 'Traffic's Erika Christensen.
  13. Fischer, Paul. (September 2, 2002) Erika Christensen for "Swimfan".
  14. Holden, Stephen. (September 5, 2003) Home Room (2003) FILM REVIEW; Girls From Opposite Cliques Bond After a Shared Horror.
  15. Sauter, Michael. (February 7, 2003) The Banger Sisters. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2015. ციტირების თარიღი: მარტი 15, 2021.
  16. TELEVISION REVIEW; But Who Says the Heights Have to, Like, Wuther? (September 13, 2003).
  17. An Interview with Erika Christensen (January 29, 2004).
  18. Review: 'Stephen King's Riding the Bullet' (October 14, 2004).
  19. Music Review: John Stevens, "Red". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-07. ციტირების თარიღი: 2021-03-15.
  20. Former idol croons on 'Red'.
  21. The Upside of Anger (January 27, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2017. ციტირების თარიღი: მარტი 15, 2021.
  22. The Sisters (May 18, 2006).
  23. Erika Christensen and Sean Bean join 'Flight Plan' (August 4, 2004).
  24. Serendipitous Connections in the City of Separate Lives (September 21, 2006).
  25. 'Six Degrees' canceled, episodes move online (April 12, 2007).
  26. Leon, Anya. (November 17, 2014) Erika Christensen Is Engaged to Cole Maness.
  27. Lara, Maria Mercedes. (September 5, 2015) Erika Christensen Marries Cole Maness.
  28. Christopher, Stephen. Erika Christensen Interview by Stephen Christopher.
  29. Juneau, Jen. (June 22, 2016) Erika Christensen Welcomes Daughter Shane.
  30. Erika Christensen's husband delivers their baby all by himself at home.
  31. Erika Christensen Defends Scientology: We Don't Worship Rabbits (VIDEO) (January 17, 2013).