ერზურუმის ოპერაცია
ერზურუმის ოპერაცია — პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე რუსეთის იმპერიის შეტევითი ოპერაცია ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. რუსეთის არმია უტევდა 96 ათასი ქვეითის, 7 ათასი ცხენოსნის და 239 ქვემეხის შემადგენლობით. ოსმალეთის მე-3 არმია თავს იცავდა 57 ათასი ქვეითით, 4 ათასი ცხენოსნით და 100 ქვემეხით. ბრძოლა მიმდინარეობდა 1916 წლის 10 იანვრიდან 16 თებერვლამდე. ოპერაცია მიმდინარეობდა რუსეთის უპირატესობით და დასრულდა ციხე-ქალაქ ერზურუმის აღებით 16 თებერვალს. რუსებმა ხელთ იგდეს 8 ათასი ტყვე. ერზურუმის ოპერაციაში რუსეთის წარმატებამ განაპირობა გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის თანხმობა რუსეთთან ოსმალეთის აზიური ნაწილის გაყოფის შესახებ, რაც გაფორმდა საიქს-პიკოს შეთანხმებაში 1916 წლის მაისში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 563.
- ერზურუმის ოპერაცია — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)