ერეკლე II-ის თეატრიერეკლე II-ის (1720-1798) მრავალი კულტურულ წამოწყებას შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი ეჭირა თეატრალურ ხელოვნებას. XVII საუკუნეში ინტენსიურად ვითარდებოდა თეატრ-სანახაობითი კულტურა. ხანგრძლივი ფორმირების პროცესში გამოიკვეთა ორი ტენდენცია: ერთი-თეატრი ღია ცის ქვეშ, მეორე-თეატრის შენობაში. შენობა ნაგებობაში შეიქმნა პროფესიული თეატრი თავისი დასით, რეპერტუარით და ადმინისტრაციით. სათეატრო ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას ახდენდა თბილისის და თელავის სემინარიები სადაც ყოველ კვირას იმართებოდა ჩვენებები, რომელიც იმპულს აძლევდა თეატრის განვითარებას. ასევე დიდი წვლილი მიუძღვით თეატრის განვითარებაში გამოჩენილი მოღვაწეებს დავით ბატონიშვილს, ა. თურქესტანიშვილს, რომლებმაც ერეკლე II-ს დახმარებით რუსეთში მიიღეს განათლება.

1790-იანების დასაწყისში თბილისსა და თელავში იმართებოდა წარმოდგენები. მაჩაბლის, გაბრიელ მაიორისა და გიორგი ავალიშვილის თეატრი ერეკლე II-ის სათეატრო ხელოვნების ძირითადად სახეს ქმნიდა. გ.ავალიშვილის თეატრში ძლიერი იყო კლასიცისტური ტენდენციები, ხოლო მაჩაბელთან უფრო სახალხო ფორმის თეატრი ვითარდებოდა, ორივე კი ერთი სათეატრო კულტურის სხვადასხვა ეტაპს წარმოადგენდა. გ. ავალიშვილი თარგმნიდა კლასიცისტურ პიესებს. ერეკლე II-ს გაბრიელ მაიორისთვის უბოძებია არეშაშვილის გვარი. მას უთამაშია კომედიებშიც. მაჩაბელთან ერთად მონაწილეობდა 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში, როგორც მსახიობი და არტილერისტი. თეატრში ასევე მოღვაწეობდნენ ოთარ ნორიელი, იოანა ბუიანა, იოსებ ამირაძე და სხვები. მათი მოღვაწეობა იწვევდა სანახაობათა კულტურისადმი ინტერესს და ამდიდრებდა სათეატრო ფორმებს. 1761 წელს დაიწერა მცირე პიესა ერეკლე II-ის დროს რომლის ავტორი იასე მიქაძე იყო.

1795 წელს კრწანისის ბრძოლას შეეწირა მაჩაბლის დასი. ამ ფაქტის გამო თეიმურაზ ბატონიშვილი მოგვითხრობს:

ვიკიციტატა
„მცხოვრებთაგან თბილისისათა აღმოაჩინეს წინამძღვარად თავისად კაცი ვინმე მსახიობი, რომელსაც საზანდრად უხმობდნენ. წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთა მეფისათა, მესაკრავეთა და მსახიობთა მეფისათა, მუსიკი და კომედიანტი იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა. ეს იყო გვარეულობით და სარწმუნოებით ქართველი, რომელსაც სდებდნენ მაჩაბლად, ეს მიუძღოდა ბარბითა, ე.ი დაირა და უკრავდა მას ზედა შადიანრა ე.ი ხმასა, რომელსაც ლხინსა შინა უკრავენ“

.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თბილისის ენციკლოპედია, თბ., 2002