ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი (სომხ. Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ մայր եկեղեցի), ასევე, ცნობილი როგორც ერევნის კათედრალისომხეთის სამოციქულო ეკლესიის უდიდესი ტაძარი ამჟამად და სომხეთის უდიდესი კათედრალი. მდებარეობს სომხეთის დედაქალაქ ერევნის კენტრონის რაიონში (ცენტრალური რაიონი) და ითვლება სამხრეთი კავკასიის ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ ნაგებობად წმინდა სამების საკათედრო ტაძართან ერთად. ტაძარი ანდრანიკ ზორავარის მეტროსადგურის მახლობლად დგას და ერევნის მრავალი წერტილიდან ჩანს.

ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°10′19″N 44°31′01″E / 40.172003° ჩ. გ. 44.516836° ა. გ. / 40.172003; 44.516836
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
პროვინცია ერევანი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1997-2001 წწ.
დეტალები
ტევადობა 1 700
სიმაღლე (მაქს.) 54 მეტრი

ტაძარი აშენდა კათოლიკოს ვაზგენ I-ის ინიციატივით. მისი მშენებლობა დაიწყო 1997 წლის 7 აპრილს კათოლიკოს გარეგინ I-ის მიერ საფუძვლის საკურთხებლად აღვლენილი წირვის შემდეგ.[1] ტაძრის კომპლექსი დააპროექტა არქიტექტორმა სტეპან კურკჩიანმა. მშენებლობა დასრულდა 2001 წელს.

საკათედრო ტაძრის ეკურთხა 2001 წლის 23 სექტემბერს სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.[1] ტაძარში განთავსებულია გრიგოლ განმანათლებლისა და წმინდა გრიგორის წმინდა ნაწილები, რომლებიც აქ იტალიიდან, ნეაპოლიდან ჩამოასვენეს. ტაძრის კურთხევიდან მალევე მას პაპი იოანე პავლე II ეწვია.

არქიტექტურა

რედაქტირება

გრანდიოზული კათედრალი სამი ეკლესიის შემცველი კომპლექსია: კათედრალი (მთავარი ტაძარი), რომელიც 1 700 ადამიანს იტევს, მეფე თრდატ III-სა და დედოფალ აშხენის ტაძრები (ორივე 150 აგილიანი). ამ ორმა სამეფო ფიგურამ წმინდა გრიგოლს სომხეთის გაქრისტიანების საქმეში გადამწყვეტი დახმარება გაუწია. კათედრალის შესასვლელთან დგას სამრეკლო კოშკი (რომელიც 30-ზე მეტ თაღს მოიცავს) და სასამართლო.

კომპლექსის საერთო ფართობია 3 822 კვადრატული მეტრი, ხოლო სიმაღლე მიწიდან ჯვრის წვერამდე 54 მეტრია.[2]

კომპლექსის მთავარი ტაძარი აშენდა ალექსანდრე მანუკიანისა და ლუიზა მანუკიან სიმონეს შემოწირულობებით მათი გარდაცვლილი მამის, ქველმოქმედის, მეწარმისა და AGBU-ს ყოფილი პრეზიდენტის, ალექს მანუკიანისა და მისი ცოლის მერი მანუკიანის მოსახსენებლად.[1] მეორე მხრივ, დანარჩენი ორი ეკლესია აშენდა ნაზარ და არტემის ნაზარიანებისა და ლინდა გეორქიანის, ხოლო სამრეკლო — ედუარდო ერნეკიანის შემოწირულობებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 http://asbarez.com/42657/louise-simone-and-richard-manougian-donate-2-million-to-yerevan-cathedral-project/ Louise Simone and Richard Manougian Donate $2 Million to Yerevan Cathedral Project
  2. Yerevan churches. Official Website of the Yerevan Council. ციტირების თარიღი: 2009-08-24.