ერგეს განძიგვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურულის ძეგლი სოფელ ერგედან. აღმოჩენილია 1936 წელს ახმედ აბაშიძის მიერ მიწის სამუშაოების დროს.

აღწერილობა

რედაქტირება

განძი შედგებოდა ბრინჯაოს 10 ცულისაგან. იგი გადაეცა აჭარის სახელმწიფო მუზეუმს (კოლექცია №32/37-46). მთლიანი განძის შესახებ პირველი ცნობა ეკუთვნის ო. ჯაფარიძეს.[1] რომელსაც ადგილზე მხოლოდ რვა ცული უნახავს (აქედან შვიდი პირველი ტიპის, ერთი კი ქვეტიპის). ის ასევე აღწერილი აქვს დ. ქორიძეს.[2]

ერგეს განძის ცულებიდან ორი კოლხური ცულის პროტოტიპების ჯგუფს მიეკუთვნება. სპეციალური აღნიშვნის ღირსია ის, რომ მათ აქვთ წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი. დანარჩენი კი პირველი სახეობის ცულებია. მათგან ორ ცულზე ცენტრალური წიბური სატარის შუამდე, მიდის შემდეგ დაბლა ეშვება და იმეორებს სატარე ხვრელის უკანა პირის მოხაზულობას. დანარჩენ ხუთ ცულს ახასიათებს გორდა, ასიმეტრიული, ორფრთიანი პირი, ექვსად დაწახნაგებული შვეტილი ტანი, უფრო მოზრდილი წინა პირის მქონე წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი და უკან დაქანებული მახვილი ყუა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალ. რამიშვილი, „კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან“: სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბრინჯაოს ნაწარმი. - ბათუმი: საბჭ. აჭარა, 1974.
  • რამიშვილი ა., ფანცხავა ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 34.
  1. ო. ჯაფარიძე, კოლხური ცული, სსმმ, XVI-B, თბ., 1950, გვ. 50.
  2. დ. ქორიძე, კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965, გვ. 12.