გეოლოგიური ერა

(გადამისამართდა გვერდიდან ერა (გეოლოგია))

გეოლოგიური ერადედამიწისა და მისი ორგანული სამყაროს ბუნებრივი განვითარების ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი. ერა წარმოადგენს გეოქრონოლოგიური სკალის ყველაზე დიდ ერთეულს, ერა დაყოფილია პერიოდებად. დროის ამ მონაკვეთში წარმოქმნილი ქანები ერთიანდება ჯგუფში. სულ გამოყოფილია 5 ერა: არქეული, პროტეროზოური, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური. ერების აბსოლუტური ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ყველაზე დიდია არქეული და პროტეროზოური ერები რომელთა საერთო ხანგრძლივობა 1,5 მლრდ. წელს აღემატება. სამი უკანასკნელი ერის ხანგრძლივობა შესაბამისად 325; 208; 67 მლნ. წელია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება