ერამის ბაღი
ერამის ბაღი (სპარს. باغ ارم) — ისტორიული სპარსული ბაღი ირანის ქალაქ შირაზში. სილამაზისა და ესთეტიკური მიმზიდველობის გამო, ერამის ბაღს ხშირად სამოთხეს უწოდებენ. მდებარეობს მდინარე ხოშკის ჩრდილოეთ ნაპირზე, ფარსის პროვინციაში. ბაღიც და პავილიონიც აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში, ქაშქების ტომების უზენაესი მმართველების მიერ. ბაღის თავდაპირველი გეგმა თავისი ოთხნაწილიანი სპარსული სტრუქტურით XVIII საუკუნეში სელჩუკებმა ააგეს და იმ დროისთვის „ბაღ-ე-შაჰს“ ეძახდნენ (მეფის ბაღი). იგი შედარებით ნაკლებად ორნამენტირებული იყო.[1]
სპარსული ბაღები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 29°38′09″ ჩ. გ. 52°31′31″ ა. გ. / 29.63583° ჩ. გ. 52.52528° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) |
ნომერი | 1372 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1372 ინგლ. • რუს. • ფრ. |
XVIII საუკუნის ჰოლანდიელი მოგზაური კორნელის დე ბრეინი ბაღის აღწერილობას იძლევა. საუკუნეთა განმავლობაში, სხვადასხვა მონაწილეთა მიერ სტრუქტურა იცვლებოდა, ახლდებოდა, იცვლებოდა სტილი. პირველი პავილიონი სამხრეთით, ღერძის გასწვრივ იყურება, იგი ადგილობრივმა არქიტექტორმა — ჰაჯი მოჰამედ ჰასანმა დააპროექტა. სტრუქტურა მოიცავს 32 ოთახსა და 2 სართულს, დეკორირებულია კრამიტით, რომლებზეც წაწერილია სპარსი პოეტი ჰაფეზის ლექსები. სტრუქტურა განახლდა ჯერ ზანდის დინასტიის დროს, შემდეგ კი ყაჯარების დინასტიის დროს. ბაღის რესტავრაციისთვის ბევრი გაიღო ფეჰლევების დინასტიამ რათა ამ ბაღს საერთაშორისო აღიარება მოეპოვებინა. 1965 წელს, შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის უახლოესმა მეგობარმა და შირაზის უნივერსიტეტის კანცლერმა ადოლა ალამმა ბრიტანეთის კონსული იარნში, სერ დენის ვრაითი ერამის ბაღში პრინცესა ალექსანდრასადმი მიძღვნილ წვეულებაზე მიიწვია.
დღესსათვის ბაღი შირაზის უნივერსიტეტის საკუთრებაა და საზოგადოებისთვის ღიაა როგორც მუზეუმი, იცავს ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია. 2011 წელს ბაღი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქალაქ შირაზის საიტი დაარქივებული 2009-02-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Penelope Hobhouse, Erica Hunningher, Jerry Harpur (2004). Gardens of Persia. Kales Press, გვ. 126.