ეპიფანე ხანძთელი
ეპიფანე — IX საუკუნის სასულიერო პირი, ხანძთის მონასტრის მონაზონი, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე.
ეპიფანე ქართლიდან ჩასულა ხანძთის მონასტერში და გრიგოლის შემდეგ ამ მონასტრის მთავარი ეკლესიის წინამძღვარი გამხდარა. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ აღწერილია ეპიფანეს მიერ შესრულებული რამდენიმე სასწაული. აქვე ეპიფანე დახასიათებული, როგორც სიმტკიცით შემკობილი, უდიდესი მორჩილებითა და თავმდაბლობით გამოირჩეული. პავლე ინგოროყვას აზრით, ეპიფანე ჰიმნოგრაფიც ყოფილა და ის 1093 წლის ოპიზურ ხელნაწერში დასახელებული გალობების ავტორად მიაჩნია. საქართველოს ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მოიხსენიება კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა შორის 5 (18) ოქტომბერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 29.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, რედ.: ენრიკო გაბიძაშვილი, ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, თბ., 2007. — გვ. 307.