ეპიტროპოსი, ეპიტროპი (ძვ. ბერძნ. επίτροπος – მზრუნველი) — ტერმინი, რომელიც ძველ საბერძნეთში ფართო მნიშვნელობით აღნიშნავდა მზრუნველს, ზედამხედველს, ხოლო უფრო ვიწრო მნიშვნელობით — დაობლებული ბავშვების მეურვეს.

საქართველოს ისტორიულ წყაროებში ტერმინი „ეპიტროპოსი“ გვხვდება არმაზის ბილინგვის (ახ. წ. 150 წელი) ბერძნულ ტექსტში მეფის ეზოსმოძღვრის მნიშვნელობით, შუა საუკუნეებში — პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში მონასტრის ქონების გამგის, მნის მნიშვნელობით („ეპიტროპოსთა და იკონომოსთა, რომელ არიან განმგენი და აბარმადნი“). ეპიტროპოსად და იკონომოსად შეიძლება ყოფილიყო სასულიერო ან საერო პირი. ეპიტროპი, როგორც მონასტერზე მზრუნველი, ასევე ნახსენებია XI საუკუნის „იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ („განმგებელად და ეპიტროპად თჳთმპყრობელნი მეფენი განაწესნა...“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყაუხჩიშვილი ს., არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», ტ. II, № 1-2, თბ., 1941, — გვ. 172-173.
  • აბულაძე ი. (რედ.), ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II (XI—XV სს.), თბ., 1967. — გვ. 58.
  • ეკალაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 29.
  • Smith, William, A Dictionary of Greek and Roman Antiquities, L., 1875, — pp. 469-470.