ეპარქიული სასწავლებლები

ეპარქიული სასწავლებლებიქალთა საშუალო სასწავლებელი რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1843 წლის წესდებით მღვდლების ქალიშვილებისთვის. შედიოდა სინოდის გამგებლობაში და ინახავდნენ ეკლესიის ხარჯებით. სასწავლებელში მღვდლების ქალიშვილები უფასოდ სწავლოდბენ, ხოლო სხვა წოდებისთვის სწავლა ფასიანი იყყო. სასწავლებელი იყო 6-კლასიანი და მისი კურსი უახლოვდებოდა გიმნაზიისას. კურსდამთავრებულები იღებდნენ შინამასწავლებლობის, ასევე დაწყებითი და სოფლის სკოლების მასწავლებლობის უფლებას. 1900 წლიდან ეპარქიულ სასწავლებლებს დაემატა VII პედაგოგიური კლასი.

საქართველოში მოქმედებდა ორი ეპარქიული სასწავლებელი თბილისსა და ქუთაისში. პირველი მათგანი შეიქმნა 1870 წელს და თავდაპირველად მცხეთაში იყო განთავსებული 1879 წლამდე. სასწავლო გეგმა შეიცავდა საღვთო სჯულს, კატეხიზმოს (რუსულ და ქართულ ენებზე), ეკლესიის ისტორიას, ძველ და ახალ ქართულ ენას, ძველ სლავურსა და თანამედროვე რუსულ ენებს, რუსეთისა და საქართველოს ისტორიას, გალობას, სუფთა წერასა და ხელსაქმეს. 1899 წელს მიენიჭა სასწავლებლის მცხეთიდან თბილისში გადმოტანის ინიციატორის — ეგზარქოს იოანიკეს სახელი. სასწავლებელში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ: კ. კეკელიძე, ვ. ბარნოვი, ი. კარგარეთელი, კ. კაპანელი და სხვ. 1916 წელს თბილისის ეპარქიულ სასწავლებელში სწავლობდა 142 მოსწავლე. 1902 წელს კიდევ ერთი ეპარქიული სასწავლებელი გაიხსნა ქუთაისში. ეპარქიული სასწავლებლები გაუქმდა 1917 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება