ენჰანსერი (გენეტიკა)

(გადამისამართდა გვერდიდან ენჰანსერი)

ენჰანსერი (ინგლ. enhancer — გამაძლიერებელი) — დნმ-ის მცირე უბანი, რომელსაც შეუძლია ტრანსკრიფციის ფაქტორებთან დაკავშირება და ამგვარად გენის ან გენების ჯგუფის ტრანსკრიფციის დონის გაზრდა. აუცილებელი არ არის ენჰანსერი უშუალო სიახლოვეში იყოს გენებთან, რომლებზეც იგი მოქმედებს. უფრო მეტიც, აუცილებელი არ არის, გენები და მათზე მოქმედი ენჰანსერი ერთ ქრომოსომაში იყოს. ეუკარიოტულ უჯრედებში ქრომატინული კომპლექსის სტრუქტურა ფუნქციურად ჰგავს პროკარიოტების ზესპირალიზებული დნმ-ს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ენჰანსერი დაშორებულია იმ გენებს, რომლებზეც იგი მოქმედებს, ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის მიხედვით, გეომეტრიულად იგი იმყოფება პრომოტორისა და გენების მახლობლად. ენჰანსერისთვის აგრეთვე სულაც არ არის აუცილებელი ტრანსკრიფციის ინიციაციის საიტის მახლობლად განლაგება, რათა მის დონეზე გავლენა იქონიოს. ენჰანსერები პრომოტორებზე უშუალო გავლენას არ ახდენენ, ისინი მოქმედებენ ირიბად, ცილა-აქტივატორების მეშვეობით. კომპლექს-მედიატორთან ურთიერთქმედებისას ისინი ააქტიურებენ რნმ-პოლიმერაზა II-სა და ტრანსკრიფციის ფაქტორებს, რაც იწვევს გენების ტრანსკრიბირებას. ენჰანსერები აგრეთვე შეიძლება მდებარეობდეს ინტრონების შიგნით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • HACNS1: Gene enhancer in evolution of human opposable thumb
  • Spilianakis CG, Lalioti MD, Town T, Lee GR, Flavell RA (2005). „Interchromosomal associations between alternatively expressed loci“. Nature. 435 (7042): 637–45. doi:10.1038/nature03574.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  • Arnosti DN, Kulkarni MM (2005). „Transcriptional enhancers: Intelligent enhanceosomes or flexible billboards?“ (PDF). J. Cell. Biochem. 94 (5): 890–8. doi:10.1002/jcb.20352. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2006-07-21. ციტირების თარიღი: 2021-01-01.