ენძელა მაჭავარიანი

ენძელა მაჭავარიანი (დ. 20 ივლისი, 1964) — ქართველი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.

ენძელა მაჭავარიანი
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1964 (1964-07-20) (60 წლის)
დაბადების ადგილი საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ენძელა მაჭავარიანი დაიბადა 1964 წლის 20 ივლისს. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში მუშაობდა თბილისის №23 პტს-ში. 1982-1984 წლებში იყო თბილისის სართავი ფაბრიკის მხვეველი. 1989-1990 წლებში იყო გაზეთი „სოფლის ცხოვრების“ ჟურნალისტი. 1990-1992 წლებში — იყო გაზეთ „კაბიდონის“ განყოფილების გამგე. 1992-1995 წლებში — გაზეთ „ქართველი ერის“ მთავარი რედაქტორი. 1995-2013 წლებში — წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის დეპარტამენტის უფროსი. 1998-2000 წლებში — „USAID-ის“ მიწის ბაზრისა და პრივატიზაციის მართვის პროექტის იმერეთის რეგიონის დირექტორი. 2013-2014 წლებში — კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის სპეციალისტი. 2014-2016 წლებში — ტელეკომპანია „GDS TV“-ის მთავარი პროდიუსერი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება