ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ენტონი მარკ დევიდ გორმლი (ინგლ. Antony Mark David Gormley OBE; დ. 30 აგვისტო, 1950) — ინგლისელი მოქანდაკე. მის საუკეთესო ნამუშევართა შორის არის „Angel of the North“ („ჩრდილოეთის ანგელოზი“) გეიტსჰედში (1998) და „Another Place“ („სხვა ადგილი“) კროსბი ბიჩზე ლივერპულთან.

ენტონი გორმლი
დაიბადა 30 აგვისტო, 1950(1950-08-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (74 წლის)
დაბადების ადგილი ლონდონი[9] [1]
ჟანრი ფიგურატივიზმი[10] და public art[10]
საიტი http://www.antonygormley.com
„კვანტური ღრუბელი“

ბიოგრაფია

რედაქტირება

შვიდი შვილიდან ყველაზე უმცროსი გორმლი შეძლებულ ოჯახში გაიზარდა ჰამპსტედში, ინგლისი. სწავლობდა ამლფორზ კოლეჯში, იორკშირში. 1968–1971 წლებში სწავლობდა ტრინიტი კოლეჯში, კემბრიჯი, სანამ ინდოეთში და შრი-ლანკაში წავიდოდა ბუდიზმის შესასწავლად (1971–1974).

1974 წლიდან ლონდონის რამდენიმე კოლეჯში სწავლობდა, და საბოლოოდ ხარისხს სლეიდის ხელოვნების სკოლაში (ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯი) იღებს, სკულპტურის განხრით 1979 წელს.

მის ნამუშევრებში ძირითადი სუბიექტი ადამიანის სხეულია, რომელთა უმრავლესობაში ის საკუთარ სხეულს იყენებს, როგორც ბაზას ლითონის ჭედვაში. თავად გორმსი მის ნამუშევრებს ახასიათებს როგორც „ადგილის მატერიალიზაციის მცდელობა სხვა კუთხით იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“.

გორმლის მიღებული აქვს ტერნერის პრემია (ინგლ. The Turner Prize) 1994 წელს სკულპტურისთვის — „Field“ („ველი“).

2006 წლის სიდნეის ბიენალეზე წარმოდგენილი იყო გომლის „Asian Field“ („აზიური ველი“), ინსტალაცია, რომელიც შედგებოდა 180.000 მცირე ზომის თიხის ფიგურისგან, რომელიც 350 ჩინელმა სოფლის მცხოვრებმა გამოძერწა 5 დღეში წითელი თიხის 100 ქვისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენტონი_გორმლი“-დან