ენდრიუ ფაიერი
ენდრიუ ფაიერი (Andrew Z. Fire; 1959) — ამერიკელი მეცნიერი, მოლეკულური გენეტიკოსი. სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოლოგიისა და გენეტიკის პროფესორი.
2006 წელს კრეიგ მელოსთან ერთად "რნკ-ინტერფერენციის - გარკვეული გენების აქტიურობის ჩაცხრობის ეფექტის - აღმოჩენისთვის" ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.