ენდრიკ ფელიპე მორეირა დე სოუზა (დ. 21 ივლისი, 2006), უფრო მეტად ცნობილი როგორც ენდრიკიბრაზილიელი ფეხბურთელი. ბრაზილიის ჩემპიონატის კლუბ „პალმეირასის“ თავდამსმხელი, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.

ენდრიკ ფელიპე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ენდრიკ ფელიპე მორეირა დე სოუზა
დაბადების
თარიღი
21 ივლისი, 2006 (2006-07-21) (17 წლის)
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პალმეირასი
ნომერი 16
ახალგაზრდული კარიერა
2016–2022 პალმეირასი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2022– პალმეირასი 7 (3)
ეროვნული ნაკრები
2022– ბრაზილია 20 წლ. 4 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

პალმეირასი რედაქტირება

ახალგაზრდული კარიერა რედაქტირება

11 წლის ასაკში ფელიპე ახლოს იყო „სან პაულუში“ გადასვლასთან, მაგრამ საბოლოოდ იგი „პალმეირასს“ შეუერთდა, სადაც ახალგაზრდულ გუნდებში 5 წელი გაატარა, მოახერხა 165 გოლის გატანა 169 შხვედრაში. 2022 წელს მონაწილეობა მიიღო სან-პაულუს იუნიორთა საფეხბურთო თასზე, სადაც 7 თამაშში 7 გოლი გაიტანა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მიერ ტურნირის მოგებაში და გულშემატკივრების მიერ საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.[1][2] ამ ტურნირის შემდეგ ფელიპემ საერთაშორისო მედიისა და ევროპული გრანდების ყურადღების მიპყრობა მოახერხა.[3][4][5]

პროფესიონალური კარიერა რედაქტირება

ენდრიკის დებიუტი პროფესიონალურ დნეზე 2022 წლის 6 ოქტომბერს, ბრაზილიის სერიე ა-ში, „კორიტიბას“ წინააღმდეგ შედგა. შეხვედრა „პალმეირასის“ გამარჯვებით, 4–0 დასრულდა.[6] 16 წლის, ორი თვისა და 16 დღის ენდრიკი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვისაც „პალმეირასის“ რიგებში უთამაშია.[7] 25 ოქტომბერს გუნდის მაისურით სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა, როდესაც „ატლეტიკო პარანანენსეს“ წინააღმდეგ დუბლის გაფორმება მოახერხა, რითაც გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.[8]

მადრიდის „რეალი“ რედაქტირება

2022 წლის 15 დეკემბერს ცნობილი გახდა რომ მადრიდის „რეალმა“ „პალმეირასათან“, ენდრიკთან და მის ოჯახთან შეთანხმებას მიაღწია. მას შემდეგ რაც ფეხბურთელს 18 წელი შეუსრულდება, ის მადრიდის „რეალს“ შეუერთდება (2024 წლის ივლისში).[9]

თამაშის ტილი რედაქტირება

ცაცია ფორვარდს, კარგი დარტყმით, ხშირად ადარებენ რონალდოსა და რომარიოს.[10][11] როდესაც მას ჰკითხეს საკუთარი სტილის შესახებ, ასეთი პასუხი გასცა: „ყოველთვის ვიბრძოლებ, [ბოლო წუთამდე], ვიდრე თამაშში ვარ. არასდროს დავნებდები, ზეწოლას განვახორციელებ მცველებზე, და ვირბენ ყველაზე მეტს, მათ შორის, ვინც მინდორზეა “[12] მისი კუმირია კრიშტიანუ რონალდუ.[13] ენდრიკი სამართლიანად ითვლება ბრაზილიის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად.[14][15][16]

კარიერის სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

თარგი:Update[17]

საკლუბო სეზონი ლიგა შტატის ლიგა ეროვნული თასი კონტინენტური ჯამი
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
პალმეირასი 2022 სერიე ა 7 3 7 3
ჯამი 7 3 0 0 0 0 0 0 7 3

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Franceses se juntam a Real Madrid e ingleses para observar joia do Palmeiras; veja por que assédio não preocupa clube paulista es (2022-01-18).
  2. Ambrósio, Tauan.. (2022-01-28) Endrick: Brazil's new €45m wonderkid has European giants fighting over him.
  3. Man City dealt Erling Haaland 'blow' as Gary Lineker hails 'special' Brazilian teenage sensation (2022-01-21).
  4. FC Barcelona Want To Sign 15-Year-Old Brazilian Wonderkid (2022-01-13).
  5. Barça to step up scouting of Endrick as Palmeiras eye semifinal es (2022-01-19).
  6. Contagem regressiva! Palmeiras goleia Coritiba e abre 12 pontos na liderança pt-br (2022-10-06).
  7. Endrick se torna o atleta mais jovem a jogar pelo Palmeiras na história pt-br (2022-10-06).
  8. Endrick se torna segundo mais jovem a marcar na história do Campeonato Brasileiro; veja top-10 pt-br. ციტირების თარიღი: 2022-10-27
  9. Official Announcement: Endrick. ციტირების თარიღი: 15 December 2022
  10. Lavieri: 'Endrick está mais para Ronaldo ou Romário do que para Vini Jr' pt (2022-01-10).
  11. Chelsea join Manchester United, Barcelona and Real Madrid in race to sign 'next Ronaldo' (2022-01-22).
  12. Is this the next Brazilian Wonderkid? en. ციტირების თარიღი: 9 May 2022
  13. Pai de Endrick revela inspiração do filho em Cristiano Ronaldo: ‘Quer ser igual’ pt (2022-01-20).
  14. Fifa cita ídolos do Palmeiras e destaca o gol de bicicleta de Endrick na Copinha pt (2022-01-21).
  15. Nas bocas do mundo: Saiba quem é Endrick, o jogador do Palmeiras que já é cobiçado pelo Barça pt (2022-01-21).
  16. Endrick (2022-01-10).
  17. ენდრიკ ფელიპე — Soccerway