ენდომეტრიოზი
ენდომეტრიოზი — დაავადება, რომლის დროსაც ედომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ეს არის არა ჭეშმარიტი სიმსივნე, არამედ ენდომეტრიუმის ჰორმონდამოკიდებული ჰიპერპლაზია (ენდომეტრიუმის უჯრედების არანორმალური გამრავლება). ენდომეტროიდულ წარმონაქმნებს უმეტესად უკონტურო ინფილტრატის ფორმა აქვს, ზოგჯერ კი კვანძს ან სქელი, ყავისფერი სითხით სავსე კისტურ წარმონაქმნს წააგავს. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა (სასქესო ორგანოების ჩათვლით), რის გამოც მას პოლისისტემური დაავადებების რიცხვს მიაკუთვნებენ.
ენდომეტრიოზი | |
---|---|
ენდომეტრიოზი, ლაპაროსკოპური ქირურგიის დროს | |
დარგი | გინეკოლოგია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
Patient UK | ენდომეტრიოზი |
მიზეზები
რედაქტირებაენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. არსებობს მისი განვითარების რამდენიმე თეორია, მაგრამ დაავადებების პათოგენეზს სრულყოფილად ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის.
ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, რომლის დროსაც სასქესო სისტემის ტრავმირებულ უბნებში ენდომეტრიუმის ომპლატაციის პირობები იქმნება. მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.
ზოგიერთი ავტორის აზრით, ენდომეტრიუმის ლოკალიზაცია მუცლის ღრუს გარეთ (ჭიპის არეში, შარდის ბუშტში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში) ენდომეტრიუმის ნაწილაკების ლიმფოგენური და ჰემატოგენური (სისხლის) გზით გამოთსვით არის განპირობებული.
ენდომეტრიოზის პათოგენეზის მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებიც.
ენდომეტრიოზის სახეები
რედაქტირებაგანასხვავებენ გენიტალურ (95%) და ესქტრაგენიტალურ (5%) ენდომეტრიოზს. გენიტალური ენდომეტრიოზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს შინაგანის და გარეგანიც. შინაგანია ენდომეტრიოზის საშვილოსნოსა და მილის ფორმები, გარეგანი — საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის, საშვილოსნოს მრგვალი იოგების, გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის უკან განვითარებული რეტროცერვიკალური ენდომეტროზი. ხშირად შინაგანი ენდომეტრიოზი გარეგანის რომელიმე ფორმასთან არის შერწყმული.
ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზი ყველაზე ხშირად ლოკოლიზდება მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში, ჭიპში და სხვა. შესაძლოა, ორგანიზმში ერთდროულად არსებობდეს დაავადების რამდენიმე კვრა, რომლებიც მენსტრუაციული ციკლის შესაბამის ციკლურ ცვლილებებს განიცდის.
კლასიფიკაცია
რედაქტირებაგენიტალური ენდომეტრიოზი დაყოლიფილია შემდეგნაირად:
1. გარე გენიტალური ენდომეტრიოზი, რომელსაც განეკუთვნება საკვერცხლებისა და მუცლის ქვედა ნაწილის ენდომეტრიოზი.
2. შიდა გენიტალური ენდომეტრიოზი (ადენომიოზი), რომლის დროსაც ენდომეტრი შეიზრდება მიომეტრში. ამასთანავე საშვილოსნო იღებს მომრგვალებულ ან ბუშტისებურ ფორმას, შესაძლებელია გაიზარდოს 5-6 კვირის ორსულისთვის დამახასიათებელ ზომამდე. ხშირად ადენომიოზი ავადმყოფს საშვილოსნოს მიომაში ეხამება, რადგანაც ამ პროცესებს მსგავსი განვითარების მექანიზმი აქვთ.
გავრცელებისა და ქსოვილების დაზიანების სიღრმის მიხედვით ენდომეტრიოზიდს 4 სტადიად ყოფენ:
I სტადია — ერთშრიანი ცენტრი.
II სტადია — რამდენიმე უფრო ღრმა ცენტრი.
III სტადია — ენდომეტრიოზის ბევრი უფრო ღრმა საწყისი, პატარა ენდომეტიური კისტა ერთი ან რამდენიმე საწყისით.
IV სტადია — ძალიან ბევრი ღრმა საწყისი, დიდი ორმხრივი ენდომეტური კისტა, ორგანოების მჭიდრო დაკავშირება.
სიმპტომები და მიმდინარეობა
რედაქტირებაენდომეტრიოზი უპირატესად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. დაავადება ხშირად იწვევს ქალის მენსტრუაციული და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
დაავადების მთავარი ნიშანია პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციის წინა პერიოდში იჩენს თავს და განსაკუთრებით მწვავედ მენსტრუაციის დროს ვლინდება. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში, მუდმივი ინტენსიური ხასიათისაა, ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათს იძლევა. ენდომეტრიოზული წარმონაქმნების შიგთავსის (სისხლი, ჯირკვლების სეკრეტი) გარემომცველ ქსოვილებში მოხვედრა ტკივილს, ანთებით რეაქციას, ნაწიბურების, შეხორცებების განვითარებას იწვევს.
ენდომეტრიოზის დროს ირღვევა მენსტრუაციული ციკლი. კერძოდ, აღინიშნება გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც ხშირად წინ უსწრებს მცირეოდენი მუქსისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან.
ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფებში უნაყოფობის სიხშირე შედარებით მაღალია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ანოვულაცია, ყვითელი სხეულის ფუნქციური უკმარისობა, საშვილოსნოს მილი დაზიანება, ენდომეტრიუმის ფუნქციური უკმარისობა.
ენდომეტრიოზის კლინიკურ სურათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პათოლოგიური პროცესის უპირატესი ლოკოლიზაცია და მისი გავრცელების ხარისხი.
შინაგანი ენდომეტრიოზი (ანენომიოზი) საშვილოსნოს დაზიანებისას ვითარდება. ენდომეტრიოზის ასეთი ლოკოლიზაცია ყველაზე ხშირია. გამოყოფენ საშვილოსნოს სხეულისა და ყელის ენდომეტროზს. საშვილოსნოს სხეულის ყელის ენდომეტრიოზს. საშვილოსნოს სხეულის ჭარბი და ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია ვითარდება. საშვილოსნოდან გამოხატული სისხლდენა იწვეს ანემიას, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ადვილად დაღლა, ზოგჯერ თავბრუხვევა, შრომის უნარის დაქვეითება. საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი ხშირია იმ ქალებში, რომელთაც ფსევდოეროზიის გამო დიათერმოკოაგულაცია აქვთ ჩატარებული.
საკვერცხეების ენდომეტრიოზი გენიტალიური ენდომეტიოზის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მისთვის დამახასიათებელია ჰორმონული დარღვევები, რომლის დროსაც ენდომეტტრიუმის ნაწილები (მენსტრუაციის დროს ჩამოფცქვნილი ქსოვილი) საშვილოსნოს მილის პერისტალტიკის დარღვევის გამო ხვდება მუცლის ღრუში, მათ შორის საკვერცხეზე. ეს პროცესი ჯანმრთელ ორგანიზმშიც მიმდინარეობს, მაგრამ ჰორმონული ფონის დარღვევის (ჰიპერვსტროგენემია), სპეციალური უჯრედების (მუცლის ღრუს მაკროფაგების, რომლებმაც უნდა გაანადგურონ ენდომეტრიუმის ნაწილები) არასათანადო აქტიურობის, ასევე მემკვიდრული წინასწარგანწყობის და სტრესის გამო საკვერცხის ენდომეტრიოზი ვითარდება. თავდაპირველად საკვერცხის ზედაპირზე ენდომეტრიოზული კვრები, შემდეგ კი კისტა ჩნდება.
ენდომეტრიოზული კისტები სხვადასხვაგვარია:
- არსებობს არცთუ დიდი (5სმ დიამეტრის) ენდომეტრიოზული წარმონაქმნები, რომელთაც მკვეთრად გამოხატული კლინიკა აქვთ. ავადმყოფები მენსტრუაციამდე, მის შემდგომ ან სქესობრივი კავშირის დრროს მუცლის ქვედა არეში მუდმივ ან პერიოდულ ტკივილს, უშვილობას უჩივიან. ასეთი კისტა ხშირად ორმხრივია, თან ახლავს საკვერცხეებში — სხვა ენდომეტრიოზული კერების, ხოლო მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესების არსებობა. მისი მკურნალობა ქირურგიულია. რვციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ენდომეტრიოზული უბნის მაქსიმალურად მოშორება. ოპერაციის შემდეგ ენდომეტრიოზის ზრდის შვსაჩვრებლად და დარღვეული ჰორმონული ფონის აღსადგენად ჰორმონული თერაპიის ჩატარებაა საჭირო.
- არსებობს საკვერცხის ენდომეტრიოზის მეორე — კისტოზური ვარიანტიც. ენდომეტრიოზული კისტა, როგორც წესი, დიდი იზრდება, მაგრამ, რაც უნდა საკვირველი იყოს, დაავადება უსიმპტომოდ ან მინიმალური გამოვლინებებით მიმდინარეობს. მენსტრუაციისა და სქესობრივი აქტის დროს პაციენტი ან სრულიად არ უჩივის მუცლის ტკივილს, ან ის უმნიშვნელოა, არ აღინიშნება უნაყოფობა, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები არ მიმდინარეობს. ასეთ კისტას, ჩვეულებრივ, შემთვევით აღმოაჩენენ ხოლმე პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევის ან ქოსკოპიის დროს. თუ კისტა დიდი ზომისაა, კაფსულა სკდება და პაციენტი მწვავე მუცლის შეტევით ქირურგიულ განყოფილებაში ხვდება. კისტის მოშორების შემდეგ ნაოპერაციევი საკვერცხის ფუნქციის აღსადგენად ჰორმონული პრეპარატები ინიშნება.
დიაგნოსტირება
რედაქტირებაუკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს გამოავლენს. დიაგნოსტიკის მაღალინფორმაციული მეთოდი, განსაკუთრებით — დაავადების ადრეულ სტადიაში არის ლაპარასკოპია. თუ დიაგნოზის დასმა ჭირს, აიროვან პელვიოგრაფიას (მენჯის ღრუს დათვალიერება) მიმართავენ.
საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია კოლპოსკოია (საშოს თვალივრება), რომელსაც მენსტრუაციული ციკლის დროს რამდენიმეჯერ ატარებენ. საბოლოო დიაგნოზს საშვილოსნოს ყელის ბიოპტატის მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ.
მკურნალობა
რედაქტირებაენდომეტრიოზის დროს ჰორმონულ, სიმპტომურ და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას აწარმოებენ.
საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის საწყისი სტადიისას ესტროგენ-გესტაგენურ პრეპარატებს ნიშნავენ. მკურნალობის შედეგად ტკივილები მცირდება და საბოლოოდ სრულებით წყდება. კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობისს შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატების შემდგომი დაიშვნით.
მრავალი მეცნიერის აზრით, ენდომეტრიოზის სამკურნალოდ იდეალური პრეპარატებია ანტიგონადოტროპები, მაგალითად, დანაზოლი.
საკვერცხეების ენდომეტრიოზული კისტის მკურნალობა ოპერაციულია.
ენდომეტრიოზის მკურნალობას ავადმყოფის ასაკის, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით აწარმოებენ. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. ავთვისებიანი ენდომეტრიოზის შემთხვევები შედარებით იშვიათია.
პროფილაქტიკა
რედაქტირებაენდომეტრიოზის თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, ენდომეტრიუმის ნაწილების საშვილოსნოს ღრუდან სასქესო ორგანოების სხვა ნაწილებში მოხვედრა უნდა შეფერხდეს. ამიტომ ენდომეტრიოზის პროფილაქტიკის ქმვდით ღონისძიებებს წარმოადგენს:
- საშვილოსნოს ანომალიების დროული მკურნალობა
- საშვილოსნოსშიდა ჩარევის მკაცრი ჩვენებებით ჩატარება.
ორსულობის დაგეგმვა ენდომეტრიოზისას
რედაქტირებაარსებობს მოსაზრება, რომ ენდომეტრიოზს შეუძლია დაარღვიოს კვერცხუჯრედის მომწიფება და მისი ოვულაციის პროცესი. რა თქმა უნდა, ეს დარღვევები მოქმედებს კონცეფციის შესაძლებლობაზე და, შესაბამისად, ორსულობის შანსები მცირდება. გარდა ამის, ენდომეტრიოზის სასქესო ორგანოებში ხანგრძლივი დინებისას ფორმირდება სპირები, რაც ასევე ზრდის უნაყოფობის რისკს.
მაგრამ, ამასთანავე, ენდომეტრიოზი არ არის უნაყოფობის გარანტია. არსებობს ფაქტები ავადმყოფობის შემთხვევითი აღმოჩენის შესახებ ქალებში, რომელთაც არასდროს ჰქონიათ პრობლემა კონცეფციასთან. ასევე, ენდომეტრიოზის მკურნალობის შემდეგ ბევრ ქალს გამოსდის წარმატებული არსებობა[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- მედიცინის დიდი ცნობარი ტომი II, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.310-312
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ენდომეტრიოზის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდების ევოლუცია ჟ.ვ. ბასპალოვა, ნ. ი. ვოლკოვი მეანობის, გინეკოლოგისა და პერინატოლოგიის ცენტრი (დირ. — აკად. რამნ ვ. ი. კულაკოვი) რამნ, მოსკოვი Consilium medicum დაარქივებული 2011-04-19 საიტზე Wayback Machine.
- გენიტალური ენდომეტრიოზის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის თანამვდროვე პრინციპები (პრაქტიკოსი ექიმის დამხმარე) ვ. ნ. დემიდოვი, მეანობის, გინეკოლოგისა და პერინატოლოგიის ცენტრი (დირ.- აკად. რამნ ვ. ი. კულაკოვი), რამნ, მოსკოვი Consilium medicum დაარქივებული 2018-08-14 საიტზე Wayback Machine.
- Medportal.ru ენდომეტრიოზის მკურნალობა და დიაგნოსტიკა
- Endometriosis fact sheet from womenshealth.gov