ენგურესი
ენგურესი (ლატვ. Engures ezers) — ტბა ლატვიაში. ადმინისტრაცაიული თვალსაზრისით მოქცეულია მერსრაგსის, ენგურესა და ტუკუმსის მხარეების ტერიტორიაზე. მდებარეობს რიგის ყურის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ზღვის დონიდან 3,2 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 40,5 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2,1 მ.[1]
ენგურესი | |
---|---|
![]() ენგურესი | |
კოორდინატები: 57°16′00″ ჩ. გ. 23°06′00″ ა. გ. / 57.26667° ჩ. გ. 23.10000° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მერსრაგსის მხარე ენგურეს მხარე ტუკუმსის მხარე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3,2 მ |
სიგრძე | 17,9 კმ |
ფართობი | 40,5 კმ² |
მოცულობა | 0,0168 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 0,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 2,1 მ |
აუზის ფართობი | 644 კმ² |
ენგურესი ლატვიაში ზედაპირის ფართობით ტბებს შორის მე-3 ადგილზეა. ერთვის მდინარეები მელნუპე, გრუნჩუ, ალქსნაიგრავისი, ჩექსტგრავისი, კალნუპე, ძედრუპე, პელჩულე, დურსუპე, იურპუგე. ტბიდან სათავეს იღებს მერსრაგის არხი. ტბაში სულ 9 კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 85 ჰა. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ორნითოლოგიური კვლევითი ცენტრი. ენგურესი მოქცეულია ენგურესის ტბის ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზე.[2]
1995 წლიდან შეტანილია რამსარის კონვენციის საერთაშორისო სიაში.[3] მდიდარია თევზით. გვხვდება თევზების 20-მდე სახეობა, მათ შორის: ქორჭილა, ოქროსფერი კარჩხანა, წერი, ლოქორია, ფარფლწითელა, კობრი, ღლაბუტა, ქაშაპი და სხვა.[4]
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Engures ezers // Ezeri.lv datubāze
- ↑ Engures ezers Nature Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-01. ციტირების თარიღი: 2019-08-20.
- ↑ Ramsar Sites Information Service
- ↑ ლატვიის ტბების მონაცემთა ბაზა