ემში-თეფე
ემში-თეფე — ანტიკური ქალაქის ნანგრევები ავღანეთში. მდებარეობს ჯუზჯანის პროვინციაში, ქალაქ შიბერღანთან ახლოს.
ქალაქი დააარსეს ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში. ძველი ქალაქის ტერიტორია გამაგრებული იყო გარშემორტყმული მძლავრი გალავნით. გალავანი გამაგრებული იყო საბრძოლო კოშკებით. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა მაღალი ციტადელი, შესაძლოა, სასახლეც - ადგილობრივი მთავრების რეზიდენცია. ემში-თეფეს მახლობლად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სხვა დასახლებული პუნქტების კვალიც, თუმცა ეს ტერიტორიები მეცნიერულად ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- V. I. Sarianidi: Bactrian Gold. From the Excavations of the Tillya-Tepe Necropolis in Northern Afghanistan. Aurora, Leningrad 1985, S. 7.
- Warwick Ball: Archaeological Gazetteer of Afghanistan. = Catalogue des sites archéologiques d'Afghanistan. Éditions Recherche sur les Civilisations, Paris 1982, ISBN 2-86538-040-8, S. 96 (Synthèse 8).