ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ემანუელ გრეი როსუმი (ინგლ. Emmanuelle Grey Rossum; დ. 12 სექტემბერი, 1986, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მსახიობი, ვოკალისტი და ლირიცისტი. მისი ყველაზე ცნობილი როლია ფიონა გალაჰერი 2011 წელს გამოსულ ტელესერიალში, სახელწოდებით „უსირცხვილო“.

ემი როსუმი

როსუმი 2016 წელს
დაბადების სახელი ემანუელ გრეი როსუმი
დაბადების თარიღი 12 სექტემბერი, 1986
ბრუკლინი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, ვოკალისტი, ლირიცისტი
აქტიური 1993-დღემდე

უთამაშია ფილმებში: „მდინარე მისტიკი“ (2003), „ზეგ“ (2004), „ოპერის მოჩვენება“ (2004) და სხვ.

2007 წელს როსუმმა თავისი სადებიუტო მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით „Inside Out“ გამოუშვა.

2013 წელს გამოვიდა მისი შემდეგი ალბომი, სახელწოდებით „Sentimental Journey“.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ემანუელ გრეი როსუმი 1986 წლის 12 სექტემბერს ბრუკლინში, ნიუ-იორკში დაიბადა. იგი შერილ როსუმის, ფოტოგრაფის, ერთადერთი შვილია.

7 წლის ასაკში როსუმი მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის ბავშვთა გუნდს შეუერთდა. [1] იგი სცენაზე ხუთი გუნდთან ერთად წლის განმავლობაში ასრულებდა და მიეცა საშუალება, ემღერა ისეთ ვოკალისტებთან ერთად, როგორებიც არიან პლასიდო დომინგო და ლუჩანო პავაროტი. როსუმმა 20 ოპერა იმღერა 6 ენაზე, მათ შორის არის La bohème, Turandot, La damnation de Faust, A Midsummer Night's Dream. [2]

როსუმი კოლუმბიის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიას, ფრანგულ ენასა და ფილოსოფიას შეისწავლიდა. მან უნივერსიტეტში სწავლა 2008 წელს დაასრულა.

სამსახიობო კარიერა

რედაქტირება

როსუმის სატელევიზიო დებიუტი 1997 წელს შედგა საპნის ოპერით, სახელწოდებით „სანამ დედამიწა ტრიალებს“. 2000 წელს შეასრულა ახალგაზრდა ოდრი ჰეპბერნის როლი ფილმში „ოდრი ჰეპბერნის ისტორია“ (რეჟ. სტივენ რობმენი).

13 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა ფილმში „სიმღერების დამჭერი“ (2000). ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა.

კლინტ ისტვუდის ფილმში, სახელწოდებით „მდინარე მისტიკი“ (2003) როსუმი კეიტი მარკუმის როლს ასრულებს. მარკუმის მამის როლს ფილმში შონ პენი თამაშობს.

 
როსუმი 2010 წელს

2004 წელს როსუმმა შეასრულა ლორა ჩაპმენის როლი როლანდ ემერიხის ფილმში „ზეგ“.

2006 წელს როსუმი გერმანელი რეჟისორის, ვოლფგანგ პეტერსენის ფილმში გამოჩნდა, სახელწოდებით „პოსეიდონი“. მან ჯენიფერ რემზის როლი ითამაშა. ფილმში ასევე კურტ რასელი იღებს მონაწილეობას.

2009 წლის დეკემბერში როსუმი Showtime-ს ტელესერიალის, „უსირცხვილოს“ ქასთს შეუერთდა. იგი იმავე სახელწოდების ბრიტანულ ტელესერიალზეა დაფუძნებული. ემი როსუმთან ერთად, სერიალში მონაწილეობას უილიამ ჰოლ მეისი, ნოელ ფიშერი, კამერონ მონაგანი, ჯერემი ალენ უაითი და სხვები იღებენ.

2007 წლის 23 ოქტომბერს ემი როსუმის პირველი ალბომი, „Inside Out“ გამოვიდა. ალბომის პროდუსერი სტიუარტ ბროულია. 2007 წლის დეკემბერში როსუმმა მინი ალბომი, სახელწოდებით „Carol of the Bells“ გამოუშვა, რომელიც სამ საშობაო სიმღერას აერთიანებს.

2013 წლის 29 იანვარს როსუმმა მეორე ალბომი, „Sentimental Journey“ გამოუშვა. განსხვავებით „Inside Out“-ისაგან, რომელიც ემის მიერ დაწერილი სიმღერებისგან შედგება, „Sentimental Journey“ როსუმის 1920-იანებისა და 1960-იანების სიმღერების ქავერების კოლექციაა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2008 წელს როსუმი ჯასტინ სიგელზე დაქორწინდა. 2010 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

2015 წლის აგვისტოში როსუმი სცენარისტსა და რეჟისორ სემ ისმაილზე დაინიშნა. 2017 წლის 28 მაისს ისინი დაქორწინდნენ. [3]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000 „სიმღერების დამჭერი“ Songcatcher დელადის სლოკუმბი
2000 „ეს შენ უნდა ყოფილიყავი“ It Had to Be You ახალგაზრდა გოგო
2001 „ამერიკული რაფსოდია“ An American Rhapsody შეილა 15 წლის ასაკში
2001 „ახლა კმაყოფილი ხარ?“ Happy Now? ნიკი ტრენტი/ჯენი ტომასი
2002 „აპასიონატა“ Passionada ვიკი ამონტე
2003 „ნოლა“ Nola ნოლა
2004 „მდინარე მისტიკი“ Mystic River კეიტ მარკუმი
2004 „ზეგ“ The Day After Tomorrow ლორა ჩეპმენი
2004 „ოპერის მოჩვენება“ The Phantom of the Opera ქრისტინე დაი
2006 „პოსეიდონი“ Poseidon ჯენიფერ რემზი
2009 „დრაკონის მარგალიტი: ევოლუცია“ Dragonball Evolution ბელმა
2009 „გაბედე“ Dare ალექსა უოლკერი
2011 „შიგნით“ Inside ქრისტინა პერასო
2013 „ლამაზი არსებები“ Beautiful Creatures რიდლი დუქანესი
2014 „სანამ გავქრები“ Before I Disappear მეგი
2014 „კომეტა“ Comet კიმბერლი; აღმასრულებელი პროდუსერი
2014 „შენ შენ არ ხარ“ You're not You ბეკი
2018 „ფუჭი და სულელური ჟესტი“ A Futile and Stupid Gesture კეტრინ უოლკერი
2019 „ცივ კვალზე“ Cold Pursuit კიმ დეში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ემი_როსუმი“-დან