ნოელ ფიშერი (ინგლ. Noel Fisher; 13 მარტი, 1984) — კანადელი მსახიობი, რომელიც ცნობილია მიკი მილკოვიჩის როლის შესრულებით სერიალში „უსირცხვილო“, ისევე როგორც კაელ მალოი როლით სერიალში „The Riches“. მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „ბინდის საგა: განთიადი — ნაწილი 2“, რომელშიც განასახიერა 1500 წლის ვამპირი ვლადიმერი. ნოელმა შეასრულა მიქელანჯელოს როლი 2014 წლის ფილმში „კუ ნინძები და მის გაგრძელებაში „კუ ნინძები II“. მას აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ სერიალებში როგორებიცაა: „იფიქრო როგორც დამნაშავემ: ეჭვმიტანილის საქციელი“, „სიცრუის თეორია“, „ძვლები“, და „კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი“

ნოელ ფიშერი
მშობლიური სახელი Noel Fisher
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1984 (1984-03-13) (40 წლის)[1]
ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა კანადის დროშა კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999-დღემდე
მეუღლე(ები) ლაილა ალიზადე (იქ. 2017)

ფიშერი დაიბადა ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. ის ბავშვობაში უკრავდა ფორტეპიანოზე, მასზე დაკვრას სწავლობდა რვა წლის განმავლობაში.[2]

ნოელმა კარიერა დაიწყო 14 წლისამ. მისის დებიუტი შედგა სატელევიზიო ფილმში „შელდონ კენედის ისტორია“, სადაც განასახიერებდა ჰოკეისტ შელდონ კენედის,[3] რისთვისაც მიიღო Gemini Award-ის ნომინაცია. 2005 წელს ნოელი ხელმეორედ იქნა ნომინირებული იმავე დაჯილდოების ცერემონიალზე.[4] 2003 წელს მან ითამაშა ბრაიან გიბონსის როლი ფილმში „საბოლოოდ დანიშნულება 2“. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი როლი ამერიკულ ფილმში. 2007 წლიდან ფიშერი უფრო პოპულარული გახდა ტელესერიალით „The Riches“. ყველაზე მეტი პოპულარობა მოუტანა ჰომოსექსუალის მიკი მილკოვიჩის როლმა ტელესერიალიდან „უსირცხვილო“.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fisher, Noel. (March 13, 2015) Thank you for all the birthday love! From the bottom of my heart.... Twitter. ციტირების თარიღი: 6 ივლისი, 2016.
  2. Jethro Nededog. (2012-05-25) 'Hatfields & McCoys' Star Noel Fisher: 5 Things You Didn't Know About Me. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 2016-01-11.
  3. The Sheldon Kennedy Story - Movie (1999). LocateTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-04. ციტირების თარიღი: 2016-01-11.
  4. 4.0 4.1 Horwitz, Simi. (May 22, 2012) Noel Fisher Breaks Out in 'Twilight,' 'Shameless,' 'Hatfield & McCoys'.