ემი-კუსი (ფრანგ. Emi Koussi) — ვულკანი ჩადის რესპუბლიკაში, ტიბესტის მთიანეთზე. სიმაღლე 3415 მ. წარმოადგენს ტიბესტისა და მთლიანად საჰარის უმაღლეს წერტილს. ჰოლოცენური ასაკისაა. მისი აქტიურობა გამოვლინდა XX საუკუნის 70-იან წლებში. ემი-კუსი წარმოქმნილ ვულკანურ მასივთან ერთად იკავებს დაახლოებით 4600 კმ²-ს. მის მწვერვალს წარმოქმნის ორი კრატერი: პირველის დიამეტრია 12х15 კმ, მეორე — შედარებით მცირეა და აქვს ზომები 2-3 კმ, ხოლო სიღრმე 350 მ. უმაღლესი წერტილი განლაგებულია სამხრეთი კრატერის კიდეზე. პირველი ასვლა განხორციელდა 1938 წელს.

ემი-კუსი
ემი-კუსის კოსმოსური გამოსახულება
ემი-კუსის კოსმოსური გამოსახულება
კოორდინატები: 19°48′00″ ჩ. გ. 18°31′48″ ა. გ. / 19.80000° ჩ. გ. 18.53000° ა. გ. / 19.80000; 18.53000
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
სიმაღლე 3415 
ქედი ტიბესტი
პირველი ასვლა 1938
ემი-კუსი — ჩადი
ემი-კუსი

ტუბუ ენაზე „ემი“ ნიშნავს „მაღალ მთას“, ხოლო „კუსი“ შესაძლოა ეთნონიმია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება