ემილი დე რავინი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ემილი დე რავინი}} |
ემილი დე რავინი (ინგლ. Emilie de Ravin; დაიბადა 27 დეკემბერს, 1981 წელს, ელიზა, ვიქტორია , ავსტრალია) - ავსტრალიელ-ამერიკელი მსახიობი. მისი ცნობილი როლებია სერიალებში: ტეს ჰარდინგი Roswell-ში (2000-2002), კლერ ლიტელტონი ABC-ს დრამა Lost (2004-2008, 2010) და ბელი დრამა ერთხელ ზღაპარში (2011-2018). დე რავინის ფილმებში შედის სანტას მკვლელობა (2005), ჰილსს თვალები აქვს (2006) და ბურთი არ იტყუება (2008). მან ასევე ითამაშა ემილის როლი, ნეო-ნუარის ფილმში Brick (2005).
ემილი დე რავინი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 დეკემბერი, 1981 ელიზა, ვიქტორია , ავსტრალია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1999 – დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯოშ იანოვიჩი |
პარტნიორ(ებ)ი | ერიკ ბილიჩი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაემილი დე რავინი დაიბადა ელიზაში (ავსტრალია), მელბურნის სამხრეთ – აღმოსავლეთ გარეუბანში[1]. ის წარმოშობით ფრანგია. ის დაინტერესებული იყო ბალეტის შესწავლით ცხრა წლიდან, მას ბალეტს სახლში დედა ასწავლიდა. 15 წლის ასაკში კი მიიღეს ავსტრალიის საბალეტო სკოლაში.
მან მსახიობობდა ისწავლა ავსტრალიის დრამატული ხელოვნების ეროვნულ ინსტიტუტში და ლოს ანჯელესში პრაიმ ტაიმის სამსახიობო სტუდიაში.
კარიერა
რედაქტირებადე რავინის პირველი როლი იყო კურუპირა , სერიალში Beastmaster . იგი გამოჩნდა ტეს ჰარდინგის თინეიჯერულ სატელევიზიო სერიალში, როსველი . მან ეს როლი 18 წლის ასაკში, ლოს – ანჯელესში გადასვლის შემდეგ მიიღო.
2004 წელს დე რავინი მიიღეს კლერ ლიტლტონის დრამაში დაკარგულები . სერიალი საკმაოდ წარმატებული გამოდგა რამაც დე რავინს პოპულარობას მოუტანა.
2005 წელს დე რავინმა მიიღო მონაწილეობა ფილმში Brick . ფილმზე ინტერვიუში რავინმა თქვა, რომ სცენარმა მიიპყრო მისი ყუადღება, რადგან ორიგინალური იყო.
ერთი წლის შემდეგ მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში The Hills Have Eyes . 2007 წელს Variety– მ განაცხადა, რომ დე რავინი მონაწილეობდა ფილმში Ball Don't Lie , რომლის პრემიერაც შედგა Tribeca– ს კინოფესტივალზე , რომელიც კინოთეატრებში გამოვიდა 2009 წლის დასაწყისში. დე რავინი გამოჩნდა William Dear 's The Perfect Game -ში, 2009 წელს გამოჩნდა ფილმში Public Enemies.
2012 წელს მან ითამაშა ბელის როლში ABC- ის დრამაში, ერთხელ ზღაპარში . პირველ სეზონში ეპიზოდურად გამოჩენის შემდეგ, მან მეორე სეზონში მთლიანად მიიღო მონაწილეობა. 2017 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ დე რევინი ექვსი სეზონის შემდეგ სერიალში არ იქნებოდა ისევე როგორც ჯინიფერ გუდვინი , ჯოშ დალასი , ჯარედ ს. გილმორი და რებეკა მადერი [2]. ორი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დე რავინი ითამაშებს სერიალის მეშვიდე სეზონის მინიმუმ ერთ ეპიზოდში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასამი წლის ურთიერთობის შემდეგ, მსახიობმა ჯოშ იანოვიჩმა დე რავინს ხელი სთხოვა 2003 წლის საახალწლო დღეს, მელბურნში.
წყვილიდაქორწინდა 2003 წლის 19 ივნისს მელბურნში, ისინი დაქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ დაშორდნენ, შემდეგ კი ისევ შერიგდნენ. 2009 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ცალკე ცხოვრობდნენ და განქორწინების თაობაზე შეიტანეს განცხადება. 2014 წლის 8 ივლისს დე რავინმა იანოვიჩთან განქორწინების მოთხოვნა შეიტანა.
2015 წლის 3 ოქტომბერს დე რავინმა Twitter– ით გამოაცხადა, რომ ელოდა თავის პირველ შვილს თავის მეგობარ ერიკ ბილიჩისგან[3]. 2016 წელს მას შეეძინა ქალიშვილი. წყვილმა ნიშნობა 2016 წლის 6 ივლისს გამოაცხადა[4]. 2018 წლის 29 ივნისს დე რავინმა სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა მეორე შვილთან დაკავშირებით. ის დაიბადა 2018 წლის დეკემბერში. [5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Emilie de Ravin. www.tvguide.com. (24 დეკემბერი, 2020)
- ↑ ‘Once Upon a Time’: Ginnifer Goodwin, Josh Dallas, Jared Gilmore, Emilie de Ravin Depart. variety.com. (24 დეკემბერი, 2020)
- ↑ Welcome to the big wide world!. twitter.com. (24 დეკემბერი, 2020)
- ↑ So excited!!! I love you. twitter.com. (24 დეკემბერი, 2020)
- ↑ Theodore Kubrick de Ravin-Bilitch was born at home on December 9th.. twitter.com. (24 დეკემბერი, 2020)