ჯოშ დალასი

ამერიკელი მსახიობი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯოშ დალასი (ინგ.Josh Dallas დ. 18 დეკემბერი, 1978 წელი) პოპულარული ამერიკელი მსახიობია. ის ცნობილია როლებით კომედიურ ფილმებში  "Thor" და  „Prince Charming". იგი მონაწილეობდა  ABC- ს ჰიტ სერიალში "Once Upon a Time". ამის გარდა, მონაწილეობა მიიღო  არაერთ სატელევიზიო შოუში, როგორიცაა "Ultimate Force", "Doctor Who", "Hawaii Five-0" და "CSI: Crime Scene Investigation". მისი სხვა კინოპროექტებია: “80 Minutes”, “Red Tails”, “The Descent Part 2” და “The Boxer”. მომხიბვლელ მსახიობს ასევე აქვს გადაღებული სატელევიზიო ფილმები, როგორიცაა „The Last Days of Lehman Brothers“ და „Five“. ამერიკელი მსახიობი მუშაობდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ თეატრალურ კომპანიებთან. თეატრში მოღვაწეობისას დალასმა შეასრულა „Royal Shakespeare Company“, „The New Shakespeare Company“, „Royal National Theatre“ და „The English National Opera“...

Josh Dallas

ადრეული წლები

რედაქტირება

ჯოში (ჯოშუა პოლ დალასი) დაიბადა ლუისვილში, კენტუკი, ამერიკის შეერთებული შტატები. იგი არის რობერტ მაიკლ დალას უმცროსისა და დიანა რაიმონდის შვილი. რობერტ მაიკლ დალასისა და ესთერ მარი ვილსონის შვილიშვილი. ჯოში 6 მეტრი და 2 ინჩი სიმაღლისაა და წონით დაახლოებით 82 კგ-ა. მას აქვს ლურჯი თვალები და მუქი ყავისფერი თმა. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იგი არის მშვილდოსანი. ჯოშმა განათლება მიიღო ნიუ ოლბანის საშუალო სკოლაში, ფლოიდის ცენტრალურ საშუალო სკოლასა და მუნტვეის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში.

ჯოში დღემდე ორჯერ იყო დაქორწინებული. ადრე ის დაქორწინებული იყო ამერიკელ მსახიობზე, ლარა პულვერზე. ისინი 2003 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს და ოთხი წლის შემდეგ, 2007 წელს დაქორწილდნენ. სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ 2011 წელს.

 
Ginnifer Goodwin & Josh Dallas

მაგრამ ჯოში მეორედ შეხვლა სიყვარულს სერიალში "Once Upon a Time". ის მოხიბლა ფიფქიამ, რომლის როლსაც ჯინიფერ გუდვინი ასრულებდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ სერიალზე მუშაობის დროს. წყვილი მალევე, 2013 წელს დაინიშნა და დაქორწილდნენ 2014 წლის 12 აპრილს.

ამჟამად ორივე მსახიობი შვილებთან ერთად ყოველგვარი ჭორებისა და დაპირისპირებების გარეშე ბედნიერად ცხოვრობს. წყვილს პირველი ბავშვი, ოლივერ ფინლეი დალასი 2014 წლის 29 მაისს ეყოლა და მეორე ვაჟი ჰუგო ვილსონ დალასი 2016 წელს.

სწავლის დასრულების შემდეგ ჯოში შეუერთდა სამეფო შექსპირის კომპანიას, შემდეგ მონაწილეობა მიიღო სამეფო ეროვნულ თეატრში, ინგლისის ეროვნულ ოპერაში, New Shakespeare Company- სა და The Young Vic- ში.

მოგვიანებით, მან დაიწყო პროფესიონალური კარიერა მსახიობობაში და მონაწილეობა მიიღო სერიალში - „Ultimate Force“. მოგვიანებით, ის მონაწილეობდა სერიალებში, როგორიცაა "Doctor Who", "Node 2", "Money as Spunk Davies", "CSI" და ა.შ. 2011 წელს მან მონაწილეობა მიიღო ABC- ს სერიალში "Once Upon A Time", პრინცის როლში.

სატელევიზიო კარიერის გარდა, მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში "Marvel Franchise", "Thor", "Ghost Machine", "Zootopia" და "Sidekick".

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

https://www.thefamouspeople.com/profiles/josh-dallas-33313.php

https://tvshowstars.com/josh-dallas/

https://gossipgist.com/josh-dallas დაარქივებული 2020-12-03 საიტზე Wayback Machine.

https://www.imdb.com/name/nm2796047/bio?ref_=nm_ov_bio_sm

https://famousborn.com/josh-dallas/

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოშ_დალასი“-დან