ემილია ფოქსი
ემილია როუზ ელისაბედ ფოქსი (ინგლ. Emilia Fox; დ. 31 ივლისი, 1974) — ინგლისელი მსახიობი და პრეზენტატორი. მან თავისი სამსახიობო დებიუტი რომან პოლანსკის ფილმში, „პიანისტი“-ში მონაწილეობით შეასრულა. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა, იტალიური-ფრანგული-ბრიტანული რომანტიკული დრამა, „The Soul Keeper“-ი (2002), მან ამ ფილმში მონაწილეობით Flaiano Film-ის ნომინაცია მოიგო, როგორც საუკეთესო მსახიობი. 2003 წელს ითამაშა რომანტიკულ კომედიურ დრამა ფილმ „სიყვარულის რესპუბლიკა“-ში, 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ კომედიურ დრამა ფილმ „Things to Do Before You're 30“-ში. გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: „დაიცავი სიჩუმე“(2005), რომანტიკული კომედიური დრამა ფილმი, „უკან დაბრუნება“(2006), „უიღბლოს მოგონებები“(2008), „Ways to live Forever“(2010), „A Thousand Kisses Deep“(2011), და ფანტაზიური, საშინელებათა ჟანრის ფილმი „დორიან გრეი“(2009).
ემილია ფოქსი | |
---|---|
ფოქსი 2011 წელს | |
დაბადების სახელი | ემილია როუზ ელისაბედ ფოქსი |
დაბადების თარიღი |
31 ივლისი, 1974 ჰამერსმითი, ლონდონი, აშშ |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | ინგლისი |
ალმა-მატერი | კატერინას კოლეჯი, ოქსფორდი |
საქმიანობა | მსახიობი; პრეზენტატორი |
აქტიური | 1995-დღემდე |
მეუღლე(ები) | Jared Harris (იქ. 2005–10) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები |
მამა: ედუარდ ფოქსი დედა: ჯოანა დევიდი |
ნათესავები | რობინ ფოქსი |
Fox-ის სატელევიზიო სერიალები, სადაც მას მონაწილეობა აქვს მიღებული არის, BBC-ს დრამა „სიამაყე და ცრურწმენა“ (1995), PBS-ს ბრიტანულ-გერმანული სერიალი, „რებეკა“ (1997), ITV Granada-ს „ჰენრი მერვე“(2003), BBC-ს სერიალი „დენთი, ღალატი და მიწა“(2004), 2005 წლის, BBC-ს მინი სერიალი „The Virgin Queen“, და ITV-ს კრიმინალური დრამა სერიალი „დაცემული ანგელოზები“(2007). ემილი ასევე გადაღებულია BBC-ს სერიალ „მერლინში“, როგორც მორგაუზი, და ბრიტანულ სატელევიზიო დრამა სერიალ „გემრიელი”-ში, 2006 წელს.
ადრინდელი ცხოვრება და ოჯახი
რედაქტირებაემილია ფოქსი 1974 წლის 31 ივლისს ჰამერსმითში დაიბადა. არის მსახიობების ოჯახიდან, დედამისი ჯოანა დევიდი და მამისი ედუარდ ფოქსი მსახიობები არიან. მისი ბიძია ჯეიმზ ფოქსი, ინგლისელი მსახიობია, ხოლო მის ბიძაშვილებს ჯეკს, ლაურენსის და ლიდიას წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვთ. მისი ძმა ფრედი ფოქსი ასევე მსახიობია. ემილიას ნახევარ და ჰყავს, სახელად ლუსი.
მან დორსეტში, დაამთავრა ბრაიანტონის დამოუკიდებელი სკოლა, ხოლო შემდგომ სწავლა ოქსფორდში, კატერინას კოლეჯში გააგრძელა. მისი დიდი ბაბუა, ინჟინერი სემსონ ფოქსი მილიონერი იყო, ხოლო დიდი ბებია ჰილდა ჰენბური, ლილი ჰენბურის დას ასევე სამსახიობო კარიერა ჰქონდა. მისი ბაბუა რობინ ფოქსი მსახიობი და თეატრალური აგენტი იყო.[1]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2000 წელს მას ურთიერთობა ინგლისელ არტისთან ჯეიმზ როდერიკთან ჰქონდა, ხოლო შემდეგ, ხვდებოდა ბრიტანელ არტისტს და დიზაინერს ტობი მოტს.[2][3]
2005 წლის ივლისს ემილია და ინგლისელი მსახიობი ჯერედ ჰარისი დაქორწინდნენ, ისინი 2009[4] წელს დაშორდნენ, ხოლო 2010 წელს მათი ურთიერთობა განქორწინებით დამთავრდა. მოგვიანებით, ემილიამ, სასიყვარულო ურთიერთობა ინგლისელ მსახიობთან, ჯერემი გილთან დაიწყო, ხოლო 2010[5] წლის ნოემბერს, წყვილს შვილი, როუზი[6] ეყოლათ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Emilia Fox. The Genealogist. ციტირების თარიღი: 19 December 2017.
- ↑ „Interview: Emilia Fox“. The Mirror. 11 March 2000. ციტირების თარიღი: 19 December 2017.
- ↑ Emilia Fox Profile. alibi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 December 2017.
- ↑ The Curious Benjamin Button Divorce. TMZ (13 January 2009). ციტირების თარიღი: 19 December 2017.
- ↑ „Emilia Fox is pregnant less than two years after divorce“. The Daily Telegraph. London: Telegraph Media Group. 29 May 2010. ციტირების თარიღი: 19 December 2017.
- ↑ Walker, Tim (25 March 2011). „Actress Emilia Fox takes her cub to work“. The Daily Telegraph. London: Telegraph Media Group. ციტირების თარიღი: 19 December 2017.