ემზარ ჯგერენაია (სოციოლოგი)

ქართველი პედაგოგი და სოციოლოგი

ემზარ ჯგერენაია (დ. 16 ოქტომბერი, 1963, გურძემი, მარტვილის რაიონი) — ქართველი პედაგოგი, სოციოლოგი, სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.[1] ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.

ემზარ ჯგერენაია
დაბადების თარიღი 16 ოქტომბერი, 1963 (1963-10-16) (61 წლის)
გურძემი, მარტვილის რაიონი
ეროვნება საქართველო, ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი თსუ
საქმიანობა სოცილოგი
დამსაქმებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემზარ ჯგერენაია დაიბადა 1963 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელს გურძემში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციოლოგის სპეციალობით.

1990-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 2000-2003 წლებში ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია) დოქტორანტი, 2002 წელს გაიარა სტაჟირება ბაიროიტის (გერმანია) უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრაზე. 1994-2003 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში. 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორად.[2] 1987-1998 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი; 1999-2002 წლებში პოლიტიკური კონსალტინგის და კვლევების კოორდინატორი (ვენის გამოყენებითი პოლიტიკის ცენტრი); 2003 წლიდან ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; 2003-2005 წლებში საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2012–2015 წლებში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევით პროექტში: „საქართველოს სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“.[3] არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „მოდერნულობის თეორიები“: კრებული (თანაავტორი). - თბილისი, ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2010. - 167გვ.. - ISBN 978-9941-18-024-8
  • „საჯარო ლექციები“ = Public lectures (რედაქტორი). - თბილისი, გამ-ბა „ეროვნული მწერლობის“ სტ., 2009. - 372გვ. - ISBN 978-9941-0-0520-6
  • „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ“: ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] (შემდგენელი). - თბილისი, 2005. - 94გვ.. - ISBN 99940-710-3-3
  • „ქართული სუფრა და სამოქალაქო საზოგადოება“ (ავტორი). - თბილისი, CIPDD, 2004. - 78გვ.. - ISBN 99928-37-04-7
  • „ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ“ (მთარგმნელი). - თბილისი, მარსი, 2004. - 413გ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ემზარ ჯგერენაია. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2018.
  2. ემზარ ჯგერენაია – ბიოგრაფია. ბურუსი. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2018.
  3. ემზარ ჯგერენაიას ბიოგრაფია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2018.