ემზარ იოსელიანის სახლი და დარბაზ-მაჩუბი

ემზარ იოსელიანის სახლი და დარბაზ-მაჩუბი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახირში.

ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე ნაგები დარბაზ-მაჩუბი ზომიერი პროპორციისა და მასშტაბის წყალობით ორგანულად ეწერება არსებულ, მჭიდრო განაშენიანებაში. შენობას სამხრეთით საბჭოთა პერიოდში მიდგმული აქვს ქვის სახლი აივნით. აივნის დასავლეთ ნახევარი ამოშენებულია. დარბაზ-მაჩუბი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხრიდან, მეორე სართულის იატაკის დონემდე ჩასმულია მიწაში. აღმოსავლეთის მხრიდან მეორე სართული დონეზე აქვს სწორკუთხა კარის ღიობი. დარბაზ-მაჩუბი და სახლიც ორივე ერთითიანი, ოთხქანობა, აზბოცემენტისა და თუნუქის ფილებიანი სახურავით არის გადახურული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19762