ემანუილ ვარდიძე
ემანუილ ვარდიძე (დ. 1886, სოფ. არალი, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 მარტი, 1966, თბილისი) — ქართველი კათოლიკე მღვდელი.
განათლება სტამბოლში, ფერიქოის ქართველთა მონასტერში და რომში მიიღო. 1909 წელს ეკურთხა მღვდლად. 1914 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში. 1921 წლიდან იყო თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესიის წინამძღვარი. 1928-1951 წლებში რელიგიური მოღვაწეობისა და საბჭოთა ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულების გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. დაბრუნების შემდეგ ვარდიძემ განაგრძო მოღვაწეობა თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესიაში. დაკრძალულია იქვე.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე კ., ბარამიძე ი., დიასამიძე ხ. კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში, თბ., 2022. — გვ. 207-208.