ემაბლ ჟან ჟაკ პელისიე
ემაბლ ჟან ჟაკ პელისიე (ფრანგ. Aimable Jean Jacques Pélissier; დ. 6 ნოემბერი, 1794, მარომი, ზღვისპირა სენის დეპარტამენტი — გ. 22 მაისი, 1864, ალჟირი) — საფრანგეთის მარშალი (1855), მალახოვის ჰერცოგი (1856). მონაწილეობდა ესპანეთის რევოლუციის ჩახშობაში (1823), ხოლო 30-40-იან წლებში – ალჟირის დაპყრობაში. ყირიმის ომში (1853-1856) 1855 წლის იანვრიდან სარდლობდა I კორპუსს, 1855 წლის მაისიდან – საფრანგეთის არმიას ყირიმში და ხელმძღვანელობდა უკანასკნელ იერიშებს სევასტოპოლზე, მალახოვის ყორღანის აღებას. ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომში 1859 წელს რაინის არმიის სარდალი. 1860 წლიდან ალჟირის გენერალ-გუბერნატორი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 14.